• რეკლამა
  • კონტაქტი
10:12, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მცხეთის მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი წეროვანში ახალგორის, ლიახვისა და ფრონის ხეობის მოსახლეობას შეხვდა

ალია ავტორი - ალია
12:55 08-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

მცხეთის მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი წეროვნის დასახლებაში ახალგორის, ლიახვისა და ფრონის ხეობის მოსახლეობას შეხვდა. მის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ პანდემიის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მასთან შესახვედრად გამოვიდა. დიმიტრი ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მათთან იმყოფებოდა. ყოფილი თანამებრძოლი დროებით იძულეთი გადაადგილებულ მოსახლეობას უკვე მერობის კანდიტატის რანგში წარუდგა.

დიმიტრი ზურაბიშვილი:

-„ემოციური იყო ჩემთვის 13 წლის შემდეგ ისევ ახალგორელებთან და ხეობელებთან შეხვედრა, ოღონდ უკვე აქ, წეროვნის დასახლებაში. 2008 წლის აგვისტოს ომში მე მათთან ერთად ვიცავდი ჩვენს ქვეყანას ოკუპაციისგან. ახალგორიდან ერთ-ერთი ბოლო გამოვედი. 13 წლის წინ მათი თანამებრძოლი ვიყავი, დღეს კი მათ წინაშე მერობის კანდიდატად წარვსდექი. მე კარგად ვიცი მათი განვლილი ტკივილი და გავეცანი დღევანდელ პრობლემებსაც. ჩემთან ერთად “ქართული ოცნების”ლიდერებმა, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ნოზაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ, ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯონი ბაშარული წარუდგინეს. ჯონი ახალგორელია, სულით და საქმით მებრძოლი ახალგაზრდა კაცი. მის მიმართ გამოხატული დიდი სიყვარული და სითბო 2 ოქტომბერს გარდაუვალ გამარჯვებაზე მიუთითებს. მცხეთის მუნიციპალიტეტის ახლანდელმა მერმა გოგიტა კაპანაძემ და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს, მათ ყველა კითხვას უპასუხეს და დეტალურად აუხსნეს ყველა პრობლემის მიზეზი და გადაჭრის გზები. მინდა მადლობა გადავუხადო ახალგორის, ლიახვისა და ფრონის ხეობის იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას, უკვე მცხეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრებს ღიად გამოხატული მხარდაჭერისთვის. მე ვპირდები მათ, არჩევის შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმალურად შევუქმნით ნორმალური ცხოვრების პირობებს. 2008 წელს მათთან ერთად დავტოვე ჩვენი ქვეყნის უძველესი მიწა და ვპირდები, ჩვენ ერთად დავბრუნდებით უკან მხოლოდ სიყვარულით და არა შურისძიებით. ჩვენს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ისე, როგორც ვცხოვრობდით საუკუნეების მანძილზე. მათი სტუმარი ვიქნები აქაც და იქაც, წეროვნის დასახლებაშიც და მათ მშობლიურ ულამაზეს კუთხეშიც“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved