• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისი ლიზინგმა Developing World Markets-სგან 7.5 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

ალია ავტორი - ალია
14:45 08-02-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
213

თიბისი ლიზინგმა, აშშ-ში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდ Developing World Markets („DWM“) – გან, 7,5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რაც  საქართველოში სალიზინგო კომპმანიასთან DWM-ის პირველ ტრანზაქციაა და ქვეყანაში DWM-ის ინვესტიციას 32 მილიონ აშშ დოლარამდე ზრდის.

მოზიდული ფინანსური სახსრები განკუთვნილია ადგილობრივი მეწარმეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესების საქმიანობის დასაფინანსებლად და მათი მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.

მცირე და საშუალო ბიზნესები საქართველოს სამეწარმეო ლანდშაფტზე დომინირებენ და მათზე  მთლიანი წარმოების ღირებულების 55% და კერძო სექტორის ბრუნვის 35% მოდის, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდი როლი უჭირავთ. თიბისი ლიზინგი აგრძელებს თავისი მისიის მხარდაჭერას – ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესისგანვითარებას, მათთვის აქტივის დაფინანსების ინოვაციური, მოქნილი და მორგებული სალიზინგო შეთავაზებების გზით.

„მოხარული ვართ, რომ დავასრულეთ ტრანზაქცია და გავხდით DWM-ის ფინანსური პარტნიორი ინსტიტუტი. პროექტი დაეხმარება ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესებს ალტერნატიული დაფინანსების გზების ხელმისაწვდომობაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ეს ტრანზაქცია ასახავს ჩვენს მიზანს, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმეებს ინოვაციური, მოქნილი და მორგებული აქტივების დაფინანსების შეთავაზებით.  ეს პარტნიორობა გამოხატავს ორივე ორგანიზაციის თანამშრომლობის სურვილს და ჩვენ მოუთმენლად ველით კიდევ უფრო მეტად ნაყოფიერ პარტნიორობას,“ – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

„DWM-ის მიზანია წვლილი შეიტანოს სამუშაო ადგილების შექმნასა და ინკლუზიურ, მდგრად ეკონომიკურ ზრდაში მცირე და საშუალო ბიზნესის მეშვეობით. თიბისი ლიზინგთან პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას ვემსახუროთ ამ მიზანს. თიბისი ლიზინგი არის უმსხვილესი ლიზინგის პროვაიდერი საქართველოში და ლიდერი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში და მოხარული ვართ, რომ მათთან პირველად ვთანამშრომლობთ,“ – ნაიმჯონ მასაიდოვი, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელი.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved