მწერალ ოტია იოსელიანის შვილიშვილს, უმცროს ოტია იოსელიანს შვილი შეეძინა. ბედნიერი შემთხვევა გუშინ მოხდა. ოტიას და მის მეუღლეს, ნუცა ცისკარიშვილს ბიჭი შეეძინათ. ეს მათთვის პირველი შვილია. ახალშობილი თბილისში დაიბადა და მას დაჩი დაარქვეს. ასე რომ, ამიერიდან, ორი ოტია იოსელიანის შემდეგ, ორი დაჩი იოსელიანიც (ბაბუა და შვილიშვილი) იქნება ოჯახის ტრადიციის გამგრძელებელი.
„პატარა იოსელიანი მოევლინა ქვეყანას. კარგად ჩაიარა ყველაფერმა. მსოფლიოში ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრენი გავხდით. პაწაწინა სიყვარული დაჩი იოსელიანი“, – წერს ნუცა სოციალურ ქსელში.
კომენტარები