• რეკლამა
  • კონტაქტი
11:43, კვირა, 1 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მწამს, რომ ათონის მთაზე ღვთისმშობელმა აღუთქვა ქართველ ბერებს…” – გია ჭანტურიას მკვლელობიდან 26 წელი გავიდა

ალია ავტორი - ალია
00:33 12-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

3 დეკემბერს 26 წელი სრულდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას მკვლელობიდან.

გიორგი ჭანტურია 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში გია ჭანტურია აქტიურად ერთვება ანტისაბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში. ამავე წლებში ის იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირველ ქართველ სტიქაროსანთა შორის.

გიორგი ჭანტურიამ 1981 წლის 8 თებერვალს აღადგინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და 1994 წლამდე მისი თავმჯდომარე იყო. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გია ჭანტურიას თაოსნობით ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკური ძალა იყო 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სწორედ ჭანტურიას და ეროვნულ-დემოკრატების მიერ იყო ორგანიზებული 1988 წლის ნოემბრის მრავალათასიანი შიმშილობის აქცია, სადაც გიორგი ჭანტურიას მიერ პირველად იქნა გაჟღერებული საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

გიორგი ჭანტურია დისიდენტობის წლებიდან მოყოლებული აქტიურად იბრძოდა რუსული იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და შემდეგომ უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების წლებშიც.

1993 წელს შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, საქართველოს დსთ-ში შესვლის გამო, ეროვნულ-დემოკრატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დაკავებული თანამდებობები, მათ შორის მინისტრის პორტფელები და შევარდნაძის ხელისუფლების რადიკალურ ოპოზიციაში გადავიდნენ. გიორგი ჭანტურია საქართველოს დსთ-ში შესვლას ქვეყნის რუსული პოლიტიკის გავლენის სფეროში დაბრუნებად აფასებდა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.

გიორგი ჭანტურია ამ პერიოდისთვის იყო გამოკვეთილი პროდასავლური ლიდერი, რომელიც ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა.

1994 წელს გიროგი ჭანტურია არჩეულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის გენერალურ მდივნად.

1994 წელს გიორგი ჭანტურიამ ედუარდ შევარდნაძეს კატეგორიულად მოსთხოვა, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო, თანამდებობებიდან გადაეყენებინა საქართველოს ძალოვანი უწყების მინისტრები – იგორ გიორგაძე და შოთა კვირიაი. გია ჭანტურია ღიად აცხადებდა, რომ რუსული სპეცსამსახურების მითითებით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელთა ქმედებები საფრთხეს უქმნიდა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის დემოკრატიულ განვითარებას.

ეროვნულ-დემოკრატების ლიდერის ამ განცხადებიდან ორიოდ კვირაში, 1994 წლის 3 დეკემბერს გიორგი ჭანტურია, პარტიის ყრილობის დახურვის დღეს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს.

გიორგი ჭანტურიას მკვლელობა იყო პოლიტიკური ტერორი, რომელიც განხორციელდა რუსული სპეცსამსახურების უშუალო მითითებით და მიზნად ისახავდა, საქართველოს დასავლური გზით განვითარების შეფერხებას.

გია ჭანტურია:

“პოლიტიკა მთელი ცხოვრებაა, ცხოვრების წესია. პროფესიონალი პოლიტიკოსი დადის, მუსიკას უსმენს თუ უბრალოდ სუნთქავს, მაშინაც პოლიტიკაზე უნდა ფიქრობდეს, უნდა ტკიოდეს, უნდა აწვალებდეს. საქართველო ჩემთვის ის მისტიური სულია, რომლის მიხედვითაც ვგრძნობ, რომ მე ვარ ქართველი.

ჩემთვის საქართველო, უპირველეს ყოვლისა, მომავალია, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ყოველი ერის ცხოვრება, თვით გადაშენებულისაც კი, იყო რაღაცისათვის მზადება. ჩვენც ვემზადებით. მე მწამს, რომ ეს რაღაც სიკეთეა. მე მწამს იმის, რაც ათონის მთაზე ღვთისმშობელმა აღუთქვა ქართველ ბერებს – საქართველო გაბრწყინდებაო. მე საქართველოს სულიერი, პოლიტიკური, კულტურული გაბრწყინების მოლოდინში ვარ, მაგრამ ეს არ არის ფატალისტური მოლოდინი. ამისათვის მზადება და წინ სიარულია საჭირო. ასე, რომ ჩემთვის საქართველო წინ გახედვა და პროგრესისათვის ბრძოლაა; და კიდევ, მე მიყვარს დოჩანაშვილი და ხშირად მოვიხმობ ხოლმე, ახლაც მას დავესესხები: `საქართველო მარტივი რამაა, ახსენებ და უნდა დაგბურძგლოს~. ეს პოლიტიკას სცილდება, უფრო ინტიმური რამაა; დაახლოებით იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც გაგვაჩნია დედასთან, შვილთან… ეს სიყვარულია.”

თეგები: გია ჭანტურია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved