ერთად ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულების შესრულებაში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ის ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა.
ერთად ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულების შესრულებაში. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სტრატეგიულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. ევროპული სოლიდარობის წინაშე არსებულ გამოწვევებს მტკიცედ შევხვდებით ”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.














კომენტარები