• რეკლამა
  • კონტაქტი
00:11, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:44 01-16-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,278

გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ივანიშვილის პირად შურისძიებას უწოდებს და იმ ისტორიას იხსენებს, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ღარიბაშვილს შეემთხვა.

შაიშმელაშვილი გადაცემა “რეაქციაში“ დეტალურდ ჰყვება, რა მოხდა მოქმედი გუბერნატორის, ალადაშვილის მიერ მოწყობილ სუფრაზე, სადაც პრემიერობიდან ახლად მოხსნილმა, განაწყენებულმა და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ღარიბაშვილმა სუფრაზე პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რაც ჩაუწერეს და ბიძინას მიუტანეს.

შაიშმელაშვილის თქმით, სწორედ ეს არ აპატია მას ბიძინა ივანიშვილმა.

2024 წლის თებერვალში, როცა მოხსნეს ღარიბაშვილი, განაწყენებული ღარიბაშვილი აღმოჩნდა კახეთში, მოქმედი გუბერნატორის, ალადაშვილის სუფრაზე სადაც მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ალკოჰოლური ზემოდქმედების ქვეშ, პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და ამაზე ააწყო კობახიძემ. კობახიძე, მდინარაძესთან ერთად, აქტიურად მოქმედებდა, რათა მართვის სადავეები აეღოთ ხელში. ეს ჩანაწერი მიუტანეს ივანიშვილს. ღარიბაშვილს ივანიშვილმა ეს არ აპატია, – განაცხადა შაიშმელაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად ვინ ჩაწერა ყოფილი პრემიერის საუბარი, გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი შემდეგნაირად პასუხობს:

მე ვერ გეტყვით ვინ ჩაწერა, თუმცა, ღარიბაშვილი მიხვდება, გარემოცვაც იყო მისი იმ სუფრაზე, რომელიც ალადაშვილმა გააკეთა, თელავში კონკრეტულად. ეს ინფორმაცია მოხვდა კობახიძის ხელში, კობახიძემ კი ეს ძალიან კარგად დაამუშვა. ზოგადად, ივანიშვილი ძალიან ადვილად ეგება ჭორებს და ასევე, მოყვარულია მასთან ენების მიტანის, ტკბება ამ ინფორმაციების მოსმენით და მას რომ მიუტანეს უკმაყოფილო ღარიბაშვილის ნასაუბრები, შემდეგ აიგო ეს ვითომ კორუფციული სქემები და დაიწყო ღარიბაშვილის წრის შევიწროვებით. ნელ-ნელა დაავიწროვებენ კიდევ. ახლა ჩემი აზრით, აკვირდებიან ღარიბაშვილი რა მოქმედებას გააკეთებს, თუმცა, ადრე ვთქვი, რომ კობახიძე ივანიშვილს ყველაზე სანდო და ერთგულ კადრებს აცლის ხელიდან და მათ შორის, მინდა აღვნიშნო რომ ღარიბაშვილია ის პიროვნება, რომელიც სიკვდილის ბოლომდე უერთგულებს ივანიშვილს, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, მისმა საბედისწერო შეცდომამ გამოიწვია ის, რომ ზის ციხეში, თორე არანაირი კორუფცია – განაცხადა შაიშმელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა – მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved