გუშინ, ღამის საათებში გარდაბანში ავარიას 18 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ის ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში, არაფხიზელ მდგომარეობაში, მსუბუქი ავტომობილით ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს.
“მიმდინარე წლის 27 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე – 2007 წელს დაბადებულ ა.კ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.კ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა”, – წერს უწყება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ქართულმა ოცნებამ ყველაზე დიდი ამნისტია გამოაცხადა და შეახო მათ შორის იმ მძღოლებსაც, რომლებსაც სიმთვრალის გამო ჰქონდათ მართვის მოწმობა ჩამორთმეული,














კომენტარები