“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის დამატაბით განმარტებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, Facebook-ზე ეხმიანება.
“მთლიანად ვეთანხმები. უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძის დამატებითი განმარტება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გააზიარა და დააკომენტარა, ასეთია:
“დამატებით განვმარტავ:
1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო.”
კომენტარები