• რეკლამა
  • კონტაქტი
01:17, ორშაბათი, 23 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება… სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება” – ლევან გოფოძე

ალია ავტორი - ალია
12:44 12-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

“კვლავ დატ­ვირ­თუ­ლია რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, საკ­მა­ოდ ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მთლი­ა­ნად სავ­სეა რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა. მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის ასე­თი დიდი რა­ო­დე­ნო­ბა თა­ვის­თა­ვად გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ მცირ­დე­ბა ისე, რო­გორც ჩვენ გვინ­და, რომ შემ­ცირ­დეს” – ამის შე­სა­ხებ რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა, ლე­ვან გო­ფო­ძემ სა­მე­დი­ცი­ნო ჰოლ­დინ­გის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გო­ფო­ძე გან­მარ­ტავს, გან­ხორ­ცი­ელ­და რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რაც მისი თქმით, გუ­ლის­ხმობს იმას, რომ გა­იხ­სნა ახა­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და რთულ პი­რო­ბებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 350 პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბა. მი­სი­ვე თქმით, დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 70 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

“პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ძი­რე­უ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. ეს გუ­ლის­ხმობს უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა იმას, რომ ოთხი სარ­თუ­ლი უკვე შე­ვი­და მოქ­მე­დე­ბა­ში ძვე­ლი შე­ნო­ბი­დან, ამას და­ე­მა­ტა ისიც, რაც მა­ნამ­დე გვქონ­და, მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა მისი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გა­იხ­სნა ახა­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თულ პი­რო­ბებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 350 პა­ცი­ენ­ტი მი­ე­ღო და ემ­კურ­ნა­ლა მათ­თვის, მათ შო­რის, ამ 350-დან 75 რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ად­გი­ლი გვქონ­და, რაც და­მერ­წმუ­ნე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის და პი­რა­დად ჩვენ­თვის, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის. ძა­ლი­ან მძი­მე დრო გა­მო­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ამას ჰქონ­და გან­სა­ზღვრუ­ლი და­დე­ბი­თი მო­მენ­ტე­ბიც იმი­ტომ, რომ რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო აღი­ჭურ­ვა უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით, მათ შო­რის ეს იყო რე­ა­ნი­მა­ცი­ის­თვის და კვლე­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რა. ჩვენ უკვე გვაქვს PCR ტეს­ტი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რა და ა.შ. გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი რა თქმა უნდა, რჩე­ბა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს არის ის, რომ კვლავ დატ­ვირ­თუ­ლია რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, საკ­მა­ოდ ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს, მათ შო­რის და­ახ­ლო­ე­ბით 70 პა­ცი­ენ­ტი გვყავს ისევ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მთლი­ა­ნად სავ­სეა რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რაც რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვაა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის და მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის ასე­თი მა­ღა­ლი რი­ცხვი, რაც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია ამ წუ­თას, გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ მცირ­დე­ბა ისე, რო­გორც ჩვენ გვინ­და, რომ შემ­ცირ­დეს, ამი­ტო­მაც, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვამ­ცი­როთ მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ჩვენ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც ხელი უნდა შეგ­ვი­წყოს”, – გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­ფო­ძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved