• რეკლამა
  • კონტაქტი
15:11, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთხოვდნენ ოსურად მეგინებია ქართველები” – დათა პაპას შვილიშვილმა გამოქცევა მოახერხა

ალია ავტორი - ალია
23:10 01-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

მალხაზ ვანიშვილი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევის შემდეგ მან თავის მოკვლაც სცადა და დიდი რაოდენობით მედიკამენტები დალია. ახალგაზრდა კაცი იძულებული გახდა, ოკუპანტებს გამოქცეოდა და ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყო, სადაც მას 9 თვის ფეხმძიმე მეუღლე ელოდა.

ვანიშვილი ქართული პასპორტის გარეშე დაბრუნდა, რადგან ოკუპანტებმა პასპორტთან ერთად მას სხვა პირადი დოკუმენტაციაც წაართვეს. ფორმიანებს გამოქცეულ ახალგაზრდას შეიარაღებული რუსები დღეს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ისინი მისულები იყვნენ ვანიშვილების ბებიასთან და ბაბუასთან, რომლებსაც შვილიშვილის ადგილსამყოფელის დასახელება მოსთხოვეს.

მალხაზ ვანიშვილმა რამდენიმე კვირიანი განშორების შემდეგ, მისი ფეხმძიმე მეუღლე, თათია ადიკაშვილი ნახა, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი ამბობს, რომ წყვილს დახმარება ესაჭიროება რადგან, ისინი რამდენიმე დღეში შვილს ელოდებიან და თავშესაფარი არ აქვთ.

ახალგაზრდა წყვილი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში 2 თვის წინ, 80 წელს გადაცილებული დათა ვანიშვილის მოსავლელად გადავიდა, რომელიც მძიმედ იყო ავად და საქართველოს ხელისუფლება ვერაფრით ეხმარებოდა.

ოკუპანტებმა მოხუცის შვილიშვილი დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს და მოსთხოვეს, რომ დე ფაქტო მთავრობისთვის ე.წ. მოქალაქეობა მოეთხოვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპატიმრებით დაემუქრნენ. მაშინ, მოქალაქეობა მხოლოდ მალხაზ ვანიშვილს მისცეს, მისი ცოლი კი ​”დაადეპორტეს”. წყვილი მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა, ახლა ცხოვრებას ისევ ერთად გააგრძელებენ, იმ იმედით რომ მთავრობა დაეხმარებათ და თავშესაფარს მიიღებენ.

მალხაზ ვანიშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მძიმე ზეწოლების შესახებ, ხურვალეთის პოლიციაში, 5 საათიანი დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა. მამაკაცი ყვება, როგორ აიძულებდნენ ოკუპანტები სიცოცხლის ხელყოფის მუქარით ოსურ ენაზე საქართველოსა და ქართველების მიმართ გინებას. ამ ყველაფერს კი ტელეფონით იღებდნენ.

მალხაზ ვანიშვილი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევის შემდეგ მან თავის მოკვლაც სცადა და დიდი რაოდენობით მედიკამენტები დალია. ახალგაზრდა კაცი იძულებული გახდა, ოკუპანტებს გამოქცეოდა და ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყო, სადაც მას 9 თვის ფეხმძიმე მეუღლე ელოდა.

ვანიშვილი ქართული პასპორტის გარეშე დაბრუნდა, რადგან ოკუპანტებმა პასპორტთან ერთად მას სხვა პირადი დოკუმენტაციაც წაართვეს. ფორმიანებს გამოქცეულ ახალგაზრდას შეიარაღებული რუსები დღეს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ისინი მისულები იყვნენ ვანიშვილების ბებიასთან და ბაბუასთან, რომლებსაც შვილიშვილის ადგილსამყოფელის დასახელება მოსთხოვეს.

მალხაზ ვანიშვილმა რამდენიმე კვირიანი განშორების შემდეგ, მისი ფეხმძიმე მეუღლე, თათია ადიკაშვილი ნახა, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი ამბობს, რომ წყვილს დახმარება ესაჭიროება რადგან, ისინი რამდენიმე დღეში შვილს ელოდებიან და თავშესაფარი არ აქვთ.

ახალგაზრდა წყვილი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში 2 თვის წინ, 80 წელს გადაცილებული დათა ვანიშვილის მოსავლელად გადავიდა, რომელიც მძიმედ იყო ავად და საქართველოს ხელისუფლება ვერაფრით ეხმარებოდა.

ოკუპანტებმა მოხუცის შვილიშვილი დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს და მოსთხოვეს, რომ დე ფაქტო მთავრობისთვის ე.წ. მოქალაქეობა მოეთხოვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპატიმრებით დაემუქრნენ. მაშინ, მოქალაქეობა მხოლოდ მალხაზ ვანიშვილს მისცეს, მისი ცოლი კი ​”დაადეპორტეს”. წყვილი მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა, ახლა ცხოვრებას ისევ ერთად გააგრძელებენ, იმ იმედით რომ მთავრობა დაეხმარებათ და თავშესაფარს მიიღებენ.

თეგები: ოკუპაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved