• რეკლამა
  • კონტაქტი
14:12, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი: გუდაურში მსოფლიო თასის ჩატარება ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება

ალია ავტორი - ალია
14:15 02-03-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

გუდაურში „სნოუბორდ კროსის” დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი მიმდინარეობს. აღნიშნული შეჯიბრი გუდაურში პირველად ტარდება, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, „სნოუბორდ ქროსის” დისციპლინაში ტურნირის ჩატარება გუდაურში ნიშნავს იმას, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც წამყვანი სამთო კურორტი, კიდევ ერთხელ მოინიშნება.

„ისტორიაში პირველად ხდება, რომ გუდაურში ტარდება მსოფლიო ეტაპი „სნოუბორდ ქროსის” დისციპლინაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წარმატება. ტურნირის ტრანსლირება მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში ისეთ წამყვან არხებზე, როგორიც არის EUROSPORT და სხვ. ვიმედოვნებ, რომ ეს დღეები საკმაოდ წარმატებულად ჩაივლის. საკმაოდ კარგი სტარტი გვაქვს. ორი დღის განმავლობაში ვარჯიშებმა, კვალიფიკაციებმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. 3-4 თებერვალს საფინალო ეტაპია. მომზადების კუთხით ყველაფერი იდეალურადაა”, – განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.

საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობენ სპორტსმენები შემდეგი ქვეყნიდან: აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას ესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობენ შეჯიბრის დირექტორი, უვე ბეიერი და ტექნიკური დელეგატი, ლუკაშ ლიგოცკი.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

13:33 12-29-2025
მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved