• რეკლამა
  • კონტაქტი
01:52, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მთელმა ქალაქმა იცის, რას საქმიანობდა იგი ენმ-ის მმართველობის პირობებში” – ლევან ლორთქიფანიძე ბექა ოდიშარიაზე

ალია ავტორი - ალია
23:40 09-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41,145

,,კავკასიის სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე ბექა ოდიშარიაზე წერს:

 

“ქართულ ოცნებას” ახალი დამრტყმელი ძალა ჰყავს – ბექა ოდიშარია, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ოდიოზური სუბიექტი.

რა განაპირობებს მის ოდიოზურობას?

ჯერ ერთი, მთელმა ქალაქმა იცის, რას საქმიანობდა იგი ენმ-ის მმართველობის პირობებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა. ოდიშარია მთაწმინდის დეპუტატის – არჩილ გეგენავას შტაბის ლიდერი გახლდათ, ქუჩა-ქუჩა დაძრწოდა სააკაშვილის ერთ-ერთი მოლარის, ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მკაფიო სიმბოლოს მხარდასაჭერად. მგონი, ფულიც აქვს შეწირული ნაციონალური მოძრაობისთვის.

მის ოდიოზურობას ისიც განაპირობებს, რომ კაცი, რომელიც ინგუშს და მონღოლს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევს, რომელიც ვერ გიპასუხებთ შამილი რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა, კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

ოდიოზური არ არის პოლიტიკოსი, რომელიც პარლამენტში მხოლოდ საკუთარი ბიზნესის მფარველობისთვის არის შებრძანებული და ერთი იდეა, საზოგადო მიზანი არ ამოძრავებს? ზუსტად ასეთია ეს სტელა მაკარტნის ესპადრიელებში გამოწყობილი ლუარსაბ თათქარიძე.

ასი წელი ამ პოლიტიკურ უწონადობაზე ხმას არ ამოვიღებდი, უბრალოდ, ბოლო დღეებია მისი გამოსვლები კლასობრივი ზიზღით არის აღბეჭდილი.

მოგეხსენებათ, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი აღშფოთებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქციელით. ბოლო პერიოდში მისი თავხედობა ყველა ზღვარს გაცდა. ჯერ გაურკვეველი წარმოშობის 300 000 ლარი მიიღო საჩუქრად პენსიონერი მშობლებისაგან, შემდეგ ცოლს დაეხმარა ბაკურიანში ძვირადღირებული მიწების შემომტკიცებაში, ახლა შვილი გაუშვა ჩვენი თვითმფრინავით, ჩარტერული რეისით სასწავლებლად (ისე ეს ბიჭიც უკვე სრულწლოვანია და საკუთარ მამას უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა, როდესაც ის ხუთოთახიანი ბინითა და ლოჯით ცაში მოგზაურობას შესთავაზებს). ხალხს ამ პრობლემის მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები არ ადარდებს. ადამიანები შეძრწუნებულები არიან პრობლემის ეთიკური მხარით. უღარიბეს საზოგადოებაში პოლიტიკური ლიდერის ფუფუნებისადმი და უკანონო პრივილეგიებისადმი დაუოკებელი მიდრეკილება სრულიად ამაზრზენია. ასე დაიწყო სააკაშვილმაც… ამის გამო ერთხელ უკვე გააგდო ივანიშვილმა.

და როგორ პასუხობს ბ-ნი ოდიშარია ხალხის სამართლიან კრიტიკას ღარიბაშვილის გოიმურ უკანონობებზე?

ეს გლახა თვალის დაუხამხამებლად ამბობს, რომ თავად არიან ნიჭიერები, მშრომელები, პატიოსნები. ყველაფერს ღირსებითა და უფლის მიერ მათდამი განსაკუთრებული სიყვარულის წყალობით მიაღწიეს. ჩვენ კი, უნიჭოებსა და ზარმაცებს, ღვთისგან დაწყევლილებს მათი გვშურს, მათ ვაკომპლექსებთ და არ ვაძლევთ უფლებას სამართლიანობით დატკბნენ.

ვინმემ ყური აუწიეთ და კუთხეში დააყენეთ, ცოტა ლამპას დაუწიოს და პირში 75%-იანი სპირტი გამოივლოს, სანამ საკუთარ ნიჭზე დაიწყებს მჭევრმეტყველებას.”

თეგები: ბექა ოდიშარიალევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved