15 წლის ქართველი მომღერალი, ამერიკული “ნიჭიერის“ კონექტიკუტის გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი მსახიობ ნიკა ქაცარიძის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„არ მჯერა. დღეს გავიგე ეს ტრაგედიული ამბავი, ამ უნიჭიერეს მსახიობზე, მინდა მივუსამძიმრო მთელს საქართველოს ასეთი ადამიანის დაკარგვა. დღეს შევედი მის გვერდზე რომ ფოტო ამეღო პოსტის დასადებად და ერთერთი ბოლო პოსტი იყო ჩემი სიმღერა გაზიარებული. არ ვიცი სიტყვები არ მაქვს, მთელი ჩემი ბავშვობა მის ყურებაში გავიზარდე მოგვენატრები…“ – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.
მსახიობი ნიკა ქაცარიძე გუშინ, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
კომენტარები