მოძრაობა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა. მისი თქმით, ეს სიმბოლური აქტი გამოხატავს ხელისუფლების თანამონაწილეობას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში.
ელენე ხოშტარია პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს.
ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფმა სცემა. ის დღეს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
კომენტარები