• რეკლამა
  • კონტაქტი
15:53, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთავრობავ, ცოტათი მოეფერეთ მხარდამჭერებს, თითო მოკითხვა, დაბადების დღის მისალოცი ღია ბარათი…” – მაია ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:56 06-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,228

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:

“ბაჩო ოდიშარიას დანიშვნაზე მინდა ჩემი ფიქრების გაზიარება.
ბაჩოს მიმართ ჩემი პირადი სიმპათია, მესმის, ეს სუბიექტური მხარეა, მაგრამ ეს სიმპათიაც ხომ მისი აზრებით, ქცევებით და ხედვებითაა განპირობებული, და არა პირადი ნაცნობობით!
რატომ გახდა ბაჩოს დანიშვნა ასეთი აურზაურის გამომწვევი კინოცენტრის კოლექტივში და არა მარტო?
არ მყოფნის კომპეტენცია და ვერ შევაფასებ, როგორი კონომცოდნეა ბაჩო. ასეთ დროს, გაადვილების მიზნით, ვის ინტერესებს “დაეჯახა”, ჯობია, ამ კუთხით შევხედოთ:
1. ბაჩო ოდიშარია არ არის “”ნაცი (“ნაცი”, როგორც სულიერი მდგომარეობა-სექტანტური აზროვნების მქონე ნეგატივისტი, დესტრუქციული-დამანგრეველი და აშ.);
2. ბაჩო ოდიშარია არ არის არც “შუაშისტი”, არც “მომლოდინე”, არც მერყევი და არც ოპორტუნისტი.
3. ბაჩო ოდიშარია არ არის “ათქვეფილი” ინტელიგენციის და სახელოვნებო წრეების “მომლოდინე” და მერყევ წრესთან, ასევე არ არის მათი ვიწრო-მერკანტილური, და/ან მათი ფინანსური გარიგებების ნაწილი.
ვფიქრობ, ამ სამმა ნიშანმა გახადა ბაჩო მათთვის მიუღებელი და უფრო მეტად, საშიში! ალბათ, ბევრ ადაპტირებული და “დალაგებული” კავშირ-ურთიერთობა, რომელშიც სწორედ ამ “შუა რგოლებში” არის დაწყობილ-დალაგებული, და სადაც “პარადი” სწორედ ნაცებს და “მომლოდინეებს” მიჰყავთ, საფრთხის ქვეშ დადგება! აი, შიშის მიზეზი!
ბაჩო ოდიშარიას კინოცენტრში დანიშვნამ მარტო კინოცენტრის შიდა ურთიერთობების პრობლემა კი არა, ზოგადად, ქვეყანაში არსებული შიდა პრობლემებიც გამოიტანა სააშკარაოზე:
-ეს “შუა რგოლის” პრობლემაა, რომელიც კოჰაბიტაციიდან მოყოლებული არის და ბევრი საღი ადამიანი “მომლოდინეთა” სიაში გადაიყვანა.
“მომლოდინეები” სწორედ ის მერყევი ადამიანები არიან, უცებ აგორებულ ემოციურ ტალღაზე რომ გამოცვივდებიან აქციებზე, და რომ ჰგონიათ, ვაი-და ხელისუფლება შეიცვალოს, “ზა ბორტომ” არ დავრჩეთ, არიქა ვიაქტიუროთო (მეორე დღეს, უი, არ შეიცვალა და სასწრაფოდ, იმ “საცობის” ფორმა დავიბრუნოთ, ყველა ხვრელს რომ ერგებაო!)
დღევანდელი რეალობაა, რომ სწორედ ქვეყნის მოყვარული, მშვიდობის მსურველი, კონსტრუქციული გონებრივი წყობის, ნორმალური თვითშეფასებისა და განათლების, საქართველოს პოზიტიურ მომავალზე ორიენტირებული ადამიანები ცალსახად უჭერენ მხარს მთავრობის საგარეო-პოლიტიკურ კურსს.
სწორედ ამის გამო იღებს “მიზანში”, ასეთ ადამიანებს და ჯგუფებს დესტრუქციული სექტის-“ოპოზიციის” ტელე- და სოციალური მედია, ამ ადამიანებსვე “ურტყამენ” “შუა რგოლის” საშუალო დონის ნაცი, ან “მომლოდინე” ჩინოვნიკები, და ამ ადამიანებს, სამწუხაროდ, მათგან ვერ იცავს მმართველი გუნდი და მთავრობა!
სადაური წესიაო, ვიკითხავთ! სამწუხაროდ, აქაურ წესად ჩამოყალიბდა, ჩადუღაბდა და აუცილებლად შესაცვლელია!
ბაჩო ოდიშარიას დანიშვნამ, ჩემთვის, “შუა რგოლის” პრობლემა ბოლომდე გააშიშვლა.
ჭარბი დემოკრატია ნაცების და “მომლოდინეების” სასარგებლო დემოკრატიაა, და არა უმრავლესობის ნების გამომხატველი დემოკრატია!
-“სანაცო” დემოკრატია, “სანაცო” სიტყვის და გამოხატვის “თავისუფლება”-იგივე გესლისა და შხამის ნთხევის თავისუფლება, ლანძღვის და ბულინგის თავისუფლება, ისევ ქართული საზოგადოების უმრავლესობას და მშვიდობიანი, არანაცური საქართველოს მხარდამჭერებს სტკენს გულს და სწორედ ამ ნაწილს აბულინგებს!
მთავრობავ და “ოცნებავ”, ცოტათი მოეფერეთ მხარდამჭერებს, თქვენც დაუჭირეთ, ცოტათი, მხარი, როცა მართლები არიან, თითო თბილი სიტყვა გაიმეტეთ მათ მიმართ, თითო მოკითხვა, დაბადების დღის მისალოცი ღია ბარათი . . . თუ არ მოეფერებით, ნაცებს და “მომლოდინეებს” მაინც ნუ დააბულინგებინებთ, ბოლო-ბოლო!
წარმატებები ბაჩო ოდიშარიას! გამიხარდება, თუ ასეთი მყარი მსოფლმხედველობრივი და ღირებულებითი ორიენტაციის ადამიანს უფრო მეტს ვიხილავთ სწორედ ყველაზე მნიშვნელოვან “შუა რგოლში”, ნაცებისა (ყველამ კარგად იცის, ვინ ვინაა და სადაა!) და “მომლოდინეების” ნაცვლად!
მშვიდობა და წარმატებები ჩემს ქვეყანას!”
თეგები: მაია ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

13:47 02-19-2026
თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved