ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში 2021 წლის ეკონომიკური ანატომიას მიმოიხილავს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს რამდენიმე რჩევას აძლევს:
2021 წლის ეკონომიკური ანატომია. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასი გაიზარდა საშუალოდ 40% – ით
საწვავზე ფასო გაიზარდა საშუალოდ 55% – ით
პურპროდუქტებსა და ფუნთუშეულზე ფასი გაიზარდა საშუალოდ 30% – ით
კომუნალური სერვისების (დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება) ფასი გაიზარდა საშუალოდ 15% – ით.
ინფლაცია 13 % (მსოფლიოში 15-ე ადგილზე ვართ)
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 73% ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე მოდის, 20% რეინვესტირება ხოლო 7 % (ფაქტიურად არაფერი) შეიქმნა ახალი.
2021 წელს საშუალოდ ცხოვრება გაგვიძვირდა 40% ით.
მიმდინარე პერიოდის ინფლაციის ფონზე გაზრდილი საშუალო ხელფასის მსყიდველუნარიანობა მკვეთრად დავარდა.
2021 წლის III კვარტალის მონაცემებით დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი შეადგენს 1328 ლარს ( 427 დოლარი)
აღნიშნული საშუალო ხელფასი კლასიკური საშუალო არითმეტიკულით გამოყავთ. აქ რომ ჩავრთოთ პოპულაცია, ვარიაცია და საშუალო ჰარმონიული შეწონილი მივიღებთ რეალურ სურათს. საშუალო ხელფასი დღეს საქართველოში 800 დან 900 ლარამდე მერყეობს. (289 დოლარი)
გაზრდილია უმუშევრობა. 2021 წლის II კვარტალში უმუშევრობა ოფიციალური მონაცემებით შეადგენდა 22.1% -ს ხოლო lll კვარტალში 19.5% -ს. აქ თუ გავითვალისწინებთ ჩრდილოვანი ეკონომიკის ეფექტს (ხელზე ვინც იღებს ხელფასს, არარეგისტრირებული სამუშაო ძალა) ეს მონაცემები რადიკალურად გაიზრდება.
ამ ყოველივეს დასტაბილურება უნდა მოხდეს ძირეული პრობლემის აღმოფხვრით. ეს პრობლემა არის ინფლაცია.
ინფლაცია, რომ საბაზისო ნიშნულზე დავიდეს (3-4%) ამას ჭირდება დრო. ამისათვის სულ მცირე 3 წელია საჭირო და თოთოეულ წელს მინიმუმ 4 მილიარდი ვალუტის (დოლარი/ევრო ინვესტიცია) შემოდინება ქვეყანაში.
მთავრობამ ფული კიარუნდა დაბეჭდოს და ამით ინფლაციური მასა გაზარდოს, არამედ ფული უნდა შემოიტანოს.
მთავრობამ უნდა ნახარჯოს ნაკლები
4.4 მილიარდიანი ადმინისტრაციული ხარჯი უნდა დავიდეს 2.4 მილიარდზე. (ადმინისტრაციული რესურსი და ხარჯი უნდა განახევრდეს. მცირე მთავრობის კონცეფცია)
ლაფერის მრუდის პრინციპით მთავრობამ უნდა დაწიოს გადასახადები და დაწეული გადასახადების ფონზე ხელი შეუწყოს მეტი გადასახადის გადამხდელის შექმნას (ესტონური მოდელი ამის კარგი მაგალითია)
უნდა ამუშავდეს ე.წ. მცურავი საგადასახადო პოლიტიკა.
რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს სახელმწიფო ბალანსზე არსებული დაძინებული ეკონომიკის (ქონება) რეალიზაცია კონკრეტული საინვესტიციო პაკეტებით.
ვარლამ გოლეთიანი NO.
მეტი ჰესი.
გემბლინგის აკრძალვა NO.
მეტი ტურისტი, მეტი გემბლინგ ატრაქცია.
night life – ს აკრძალვა NO.
მეტი ღამის კლუბი და მარიხუანას დეკრიმინილიზაცია.
მეტი ტურისტი = მეტ ვალუტას.
და ბოლოს, სწორი და რაციონალური კადრები. ეკონომიკა უნდა აკეთოს ეკონომისტმა – წერს ოთო აბესაძე.
კომენტარები