• რეკლამა
  • კონტაქტი
11:31, შაბათი, 24 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთავრობამ მოგვცა სპეც რეისების გაუქმების მითითება” – “აირზენა”

ალია ავტორი - ალია
02:23 03-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

დღეს, ავიარეისი ავსტრიიდან უნდა შესრულებულიყო, ხვალ-ზეგ კი, პარიზიდან, ამსტერდამიდან უნდა ჩამოეყვანათ ჩვენი ემიგრანტები. 

უმუშევრად და უფულოდ დარჩენილმა ემიგრანტებმა, ამ პანდემიის დროს, ბოლო თეთრები გადაიხადეს ბილეთებში, სპეციალურად, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ ამ ქალაქებში, რათა სპეც-რეისებით საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.

თუმცა, ამ მომენტისთვის ყველა რეისი მოხსნილია. არადა, აქამდე ხელისუფლება ამბობდა რომ ჩარტერულ რეისებს დანიშნავდა ემიგრანტების ჩამოსაყვანად. ხოლო მგზავრობის თანხებს თავად აანაზღაურებდა.

თუმცა, ემიგრანტებს, რომლებმაც საკუთარი ფულით შეიძინეს გაძვირებული ბილეთები, საერთოდ მოუსპეს საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა და რეისები გაუუქმეს.

“გვიშველეთ, დაგვეხმარეთ, ხალხი ქუჩაში დარჩა, უმრავლესობას წყლის და პურის ფული არ აქვს. ზოგი მძიმე სენით არის ავად. ამას ემატება კორონავირუსის საშიშროებაც…

ყველაფერი ამ ბილეთებში გადავიხადეთ, გუშინ გვეუბნებოდნენ რომ რეისები არ გაუქმდებოდა, თუმცა, დღეს გავიგეთ რომ ყველა რეისი მოხსნილია. ჩვენივე ქვეყანაში არ გვიშვებს ჩვენი ხელისუფლება”, – გვითხრა ემიგრანტმა, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს აღადგინოს გაუქმებული რეისები.

სპეც რეისების მოხსნას ადასტურებს საქართველოს ავიახაზების დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილიც. 

გაიაშვილი პირდაპირ ამბობს რომ ყველა რეისი ხელისუფლების მითითებით გააუქმეს. მიუხედავად იმისა რომ ბილეთები თითქმის სრულად იყო გაყიდული.

“პრესა.ჯი”: ბატონო თამაზ, ჩვენი ინფორმაციით, თქვენ გააუქმეთ აირზენას 3 დაგეგმილი რეისი – დღევანდელი ავსტრია, ხვალინდელი ბერლინი და ამსტერდამი, მაშინ როცა ყველა ბილეთი გაყიდულია და ხალხს საქართველოში დაბრუნება უნდა. რა გახდა რეისების გაუქმების მიზეზი?

თამაზ გაიაშვილი: მთავრობამ მოგვცა მითითება და იმის მიხედვით მოვიქეცით. 

– ყველა რეისი მთავრობის მითითებით გააუქმეთ?

– დიახ.

– რა მიზეზით მოგთხოვეს რეისების გაუქმება?

– არ ვიცი, მთავრობას ჰკითხეთ”.

ევროპის ქვეყნებში, უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილი ათი ათობით ქართველი ემიგრანტი იმყოფება და ებრძვის ახალ კორონავირუსს. მაგალითად, ესპანეთში უკვე გარდაიცვალა რამდენიმე ქართველი Covid 19-ით.

პრესა.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved