• რეკლამა
  • კონტაქტი
10:18, კვირა, 29 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობა დღეს იყო ეპიდემიოლოგების ადვოკატი – შოთა ბურჯანაძე

ალია ავტორი - ალია
20:02 01-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

​რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მისი პესიმისტური მოლოდინი გამართლდა.

„შესვლის დროს ვთქვი, რომ ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და, სამწუხაროდ, ეს გამართლდა. ბიზნესსაზოგადოებას, ეპიდემიოლოგებსა და სახელმწიფოს შორის დამოკიდებულება არის სრულიად გაუგებარი. ძალიან დიდი უფსკრულია, რომელიც წარმოიშვა და გაფართოვდა. ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს ყოველთვის აქვს თავისი ახსნა. როდესაც გადაწყვეტილება არის მიღებული, ამას ლოგიკური ახსნა უნდა ჰქონდეს, როდესაც საზოგადოების და ბიზნესის მხრიდან არის დიდი ინტერესი, რომ გაიგოს ეს ყველაფერი და ვერ იგებს, ამ შემთხვევაში ალბათ დასკვნა მარტივია, რომ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღება. ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, რომ ისინი სპეკულირებენ ადამიანების სიცოცხლით.

არასწორი მიდგომაა, რომ ასევე ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე არის დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებებზე, რაც ახლა ხდება ბიზნესის ლიკვიდაციიდან გამომდინარე. ხდება საუბარი საუბრისთვის და ურთიერთკომუნიკაციაში მხოლოდ ერთმანეთის დანახვა. ვართ სოციალური აფეთქების წინაშე, ამას ვამბობ ძალიან დიდი გულდაწყვეტით, ამას ადასტურებს ის აქციაც, რომელიც გარეთ არის, ეს აქცია კი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას უფრო ართულებს.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ რეგულაციების ფორმატში მოხდეს ბიზნესის მუშაობა. აქ დგას დიდი კედელი და ეს კედელი არის შეუბღალავი. როდესაც მიხსნის ადამიანი, ეს იმიტომ ხდება, რომ ლოგიკურად ასეთი შედეგი მოყვება ამას, ვერ ვიგებ. სამწუხაროდ, მთავრობის წარმომადგენლები დღეს იყვნენ ეპიდემიოლოგების ადვოკატებად. ეს არის გაუგებარი რეალობა და ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ამ რეალობას ქვეყნის გაუბედურება მოჰყვება“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ტურიზმის სექტორი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა. შეხვედრას  ეპიდემიოლოგებიც ესწრებოდნენ.

თეგები: შოთა ბურჯანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved