ქართული ოცნების წევრმა თეა წულუკიანმა 6 მარტს ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე განაცხადა:
თუ ამ ჩანაწერების ფაბრიკაციას მოუსმენთ, ნახავთ, რომ ამ საუბრიდან, ნათელია, რომ ღარიბაშვილი არ არის თანამდებობის პირი. მთავარია, ახლა გაირკვეს ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი. მე ეჭვი მაქვს, რომ როგორც ყველა ბავშვს, ვინც იყო ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილი, წერდნენ და შემდეგ ოჯახს ატერორებდნენ. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მასშტაბის ადამიანი, რომელსაც ნაციონალები დაატერორებდნენ
კომენტარები