ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 49 323 498 შემთხვევა გამოვლინდა, 1 242 873 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 32 481 361 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 9 734 217 შემთხვევაა გამოვლენილი და 236 073 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.














კომენტარები