ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 51 248 841 შემთხვევა გამოვლინდა, 1 268 452 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 33 459 967 გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 10 180 798შემთხვევაა გამოვლენილი და 239 002 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.














კომენტარები