Reuters-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 7 დღის განმავლობაში გარდაცვლილ კოვიდინფიცირებულთა ნახევარზე მეტი აშშ-ზე, რუსეთზე, ბრაზილიაზე, მექსიკასა და ინდოეთზე მოდის.
სააგენტოს ცნობით, მაშინ, როცა, პანდემიის დაწყებიდან, 2.5 მილიონი ადამიანი წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში გარდაიცვალა, მომდევნო 2.5 მილიონი მხოლოდ 8 თვეში ემსხვერპლა ვირუსს. ამას „დელტა“ შტამის გავრცელებით ხსნიან.
ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, დღეში, საშუალოდ, 8 ათასი ადამიანი იღუპება კორონავირუსით.
კომენტარები