ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 95 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 95 042 229 შემთხვევა გამოვლინდა, 2 030 805 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 52 318 440 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 23 933 368 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 397 574 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები