ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.2 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 46 509 820 შემთხვევა დადასტურდა, 1 200 366 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 31 078 841 – გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი შემდეგ ქვეყნებში დაფიქსირდა: აშშ – 230 972 გარდაცვლილი, ბრაზილია – 160 074 გარდაცვლილი და ინდოეთი – 122 607 გარდაცვლილი.
კომენტარები