ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 38 130 829 შემთხვევა გამოვლინდა, 1 086 156 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 26 467 823 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 7 856 714შემთხვევაა გამოვლენილი და 215 902 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ინდოეთი (7 239 389), მესამეზე კი ბრაზილია (5 113 628).
კომენტარები