• რეკლამა
  • კონტაქტი
04:39, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პრეპარატ “ვოსორიდიტით” მკურნალობა დაწყებულია და მის უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ეჭვი არავის ეპარება – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
17:38 04-29-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
430

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ პრეპარატით [“ვოსორიდიტი”] მკურნალობა დაწყებულია, მის უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ეჭვი არავის ეპარება, ერთადერთი გამონაკლისი დარჩა ირაკლი ღარიბაშვილი და ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

როგორც ჩიხლაძე განმარტავს, აღნიშნული პრეპარატი ქვეყანაში დროულად უნდა შემოიტანონ.

„სოლიდარობა პაციენტებს და მათ ოჯახებს. მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის დავალებით დროულად შემოიტანოს ეს პრეპარატი და მოლაპარაკებები დაიწყონ ამ პრეპარატის შემოტანაზე. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ პრეპარატით მკურნალობა დაწყებულია, მის უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ეჭვი არავის ეპარება, ერთადერთი გამონაკლისი დარჩა ღარიბაშვილი და ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი. არც სამეცნიერო მტკიცებულებების სჯერა ჩვენს ხელისუფლებას, არც ექიმების, არც ჯანდაცვის სპეციალისტების, არც უკვე ჩატარებული კვლევებისა და ჩატარებული მკურნალობის. ამიტომ ამ სიჯიუტეს ახსნა არ აქვს. სასწრაფოდაა შემოსატანი ეს წამალი და ყოველდღიურად უნდა იყოს წნეხი ამ უპასუხისმგებლო ადამიანებზე, რომელთაც ჰქვიათ პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სხვები. ფული პრობლემა არ არის, ეს თვითონვე თქვეს. რაც შეეხება იმას, რომელი ქვეყნები აკეთებენ ამას – ევროკავშირში არის ბევრი ქვეყანა, რომელმაც სქემების გამოყენება დაიწყო და სახელმწიფო ამაში ჩართულია. მაგალითად, ჩეხეთი, ესპანეთი, აშშ, იაპონია. მეტსაც გეტყვით, განვითარებულმა ქვეყნებმა კი არა, ყაზახეთმა დაიწყო 20-მდე ბავშვისთვის ამ პრეპარატის გამოყენება, რუსეთშიც კი შეიქმნა ფონდი და პრეპარატის შესყიდვა დაიწყეს. ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა არგუმენტი მტკნარი სიცრუეა, ხან პრეპარატის ფასთან, ხან ეფექტურობასთან დაკავშირებით, ხან, ვინ დაიწყო მისი გამოყენება და ვინ – არა“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად
ახალი ამბები

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად

20:03 01-20-2026
რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა
ახალი ამბები

რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა

18:47 01-20-2026
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved