• რეკლამა
  • კონტაქტი
07:40, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მსოფლიო პოლიტიკაში პუტინი იყო „კანონიერი ქურდი“ და დღეს არის „გაფუჭებული ქურდი“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
19:15 03-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
866

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, ჰააგის ტრიბუნალმა  ვლადიმერ პუტინის დაკავების სანქცია გასცა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

– ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ვიდრე სამართლებრივი. თეორიულად, არსებობს პატარა შანსი, თუ პუტინი ჩავიდა იმ 123 ქვეყანაში, რომელთაც ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვთ რომის სტატუტთან  მიერთება, დააპატიმრონ. აგვისტოში არის „ბრიქსის“ სამიტი, რომელიც სამხრეთ აფრიკიაში, ქალაქ დურბინში უნდა გაიმართოს.„ბრიქსის“ წევრები არიან რუსეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია და ინდოეთი. სამხრეთ აფრიკა რომის სტატუტის წევრია, მაგრამ გამოვიდა მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს  წარმომდგენელი  და განაცხადა, რომ ჩვენ  დავიწყებთ კონსულტაციებს,  რომ გამოვნახოთ  სამართლებრივი გზა, როგორ ჩამოვიდეს დურბინში ვლადიმერ პუტინიო. გამოდის, არ აპირებენ  სამხრეთ ამერიკაში მის დაჭერას. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც განაცხადა, რომ პუტინს შეუძლია ჩასვლა უნგრეთში, მას ხელს არ ახლებენ. ჯერჯერობით, ამ ორი ქვეყნის გარდა, რომის სტატუსის წევრ ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ჩავა – ევროკავშირის ქვეყნებში უნგრეთის გარდა, კანადაში, ავსტრალიაში, სამხრეთ კორეაში. ამერიკა არ არის რომის სტაუტის წევრი, მაგრამ ამერიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პუტინი თუ ჩავა ამერიკაში, დააპატიმრებენ. ჩინეთს არ აქვს ხელმოწერილი და ჩინეთში შეიძლება ჩავიდეს. ყველაზე კატეგორიული გერმანიის მთავრობა  იყო,  რომელიც პირველი გამოეხმაურა ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებას,  ჩვენს ქვეყანაში თუ ჩამოვიდა, დავაპატიმრებთ პუტინსო. ამის მერე გერმანული გაზეთები და ონლაინ–მედია წერს, მთავრობამ ეს იმიტომ განაცხადა, რომ პუტინმა გერმანიაში ჩასვლა მართლა არ გადაწყვიტოს, მაშინ  ან ვერ დააპატიმრებენ და თუ დააპატიმრეს, პუტინს დასაკარგი აღარაფერი ექნება, გუდას თავს მოხსნის  და დეტალურად მოყვება, მთელი 20 წლის მანძილზე როგორ ყიდულობდა გერმანელ პოლიტიკოსებს და მთავრობებსაცო. ეს მაინც უპრეცენდენტო შემთხვევაა. ჰააგის ტრიბუნალი, 1993 წლის 25 მაისს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შედეგად შეიქმნა  და გაეროს დაქვემდებარებაშია. რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, თან ბირთვული სახელმწიფო. ეს რომ გაუბედეს პუტინს, უკვე ბევრს ნიშნავს. ჰააგის ტრიბუნალის სანქცია არც  შეჩერებას ექვემდებარება, არც გაუქმებას, მუდმივმოქმედია და თუ ზოგს დღეს სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს სანქცია, მინდა მათ ვუთხრა, ვიდრე პუტინი ცოცხალია, მისი დაპატიმრების ორდერიც მოქმედია. კაცმა არ იცის, რუსეთში როგორ განვითარდება მოვლენები და როდის და სად აღმოჩნდებ პუტინი. ამ ეტაპზე არარეალურია მისი დაპატიმრება, ხვალ–ზეგ რა იქნება, კაცმა არ იცის. იუგოსლავიის  და შემდეგ სერბეთის პრეზიდენტი, სლობოდან მილოშევიჩი დააპატიმრეს და განაჩენის გამოტანამდე, გულის შეტევით  გარდაიცვალა  ჰააგის ციხეში, თუმცა მაშინ  მას ჰააგის ტრიბუნალი არ ერქვა, თუმცა, ჰააგაში იყო. საერთაშორისო ტრიბუნალი იყო  ყოფილი იუგოსლავიის ომის დანაშაულებების  საკითხებზე. 2010 წელს, სუდანის   იმჟამად მოქმედ  პრეზიდენტზე, ომარ ალ ბაშირზეც გაიცა ანალოგიური ორდერი, მაგრამ ალ ბაშირი თავუსუფლად  დადიოდა  არაბეთის იმ  ქვეყნებშიც, რომლებიც  რომის სტატუტის წევრები არიან, არავინ  იჭერდა. 2019 წელს ალ ბაშირი სახელმწიფო გადატრიალების გზით დაამხეს, შიდა პატიმრობაც მიუსაჯეს, მაგრამ ჰააგს არ გადასცეს. ჰააგის სასამართლოს მიერ გასამართლებული პირველი ლიდერი ჩარლზ ტეილორია – ლიბერიის ყოფილი ლიდერი. ტეილორი სიერა-ლეონეს საქმეზე შექმნილმა სპეციალურმა სასამართლომ გაასამართლა. სასამართლომ ტეილორი დამნაშავედ ცნო სამხედრო დანაშაულების ხელშოწყობასა და წახალისებაში. 2012 წლის 30 მაისს სასამართლომ ტეილორი დამნაშავედ ცნო ბრალდების 11 მუხლში და მას 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტეილორი სასჯელს ინგლისში მდებარე ციხეში იხდის.  მილოშევიჩის გარდა, 6 აფრიკული ქვეყნის ყოფილი პირველი პირი გაასამართლა  ჰააგის ტრიბუნალმა და პუტინისთვის რეპუტაციის დიდი შელახვაა, რომ  მათთან გატოლებას უპირებენ. დიდი საგულისხმოა, რომ ჰააგის ტრიბუნალს დაუსწრებელად  განაჩენი არ გამოაქვს. ჯერ უნდა დაიჭირონ,  ან თვითონ გამოცხადდეს სასამართლოში, ჰააგის ციხეში უნდა  ჩასვან ბრალდებული და მერე იმართება სასამართლო. პუტინის მთავარი პრობლემა ის არის, რომ უკრაინიდან ბავშვები გამტაცებელს, რასაც გენოციდის კვალიფიკაცია მიეცა, ცივილიზებული სამყარო ახლოს არ გაიკარებს. პუტინი  მსოფლიო პოლიტიკის ნაძირალად იქცა.  სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულს მაკრონი, შოლცი და სხვა ევროპელი ლიდერები აღარ დაუჯდებიან მოსალაპარაკებლად და არც  უკრაინაში ომის თაობაზე. რუსეთის ელჩმა გაერო–ს უშიშროების საბჭოში  განაცხადა, ჩვენ ამ ბავშვებს უკრაინაში უკლებლივ და უვნებლად დავაბრუნებთო. აღიარა, რომ  ბავშვები მართლა ჰყავთ მოტაცებული,  დაადასტურა ის, რასაც ჰააგა პუტინს აბრალებს. თუმცა, იქვე განაცხადა, უკრაინამ გარანტია უნდა მოგვცეს, რომ  ეს ბავშვები უსფრთხოდ იყვნენ თავიანთ ქვეყანაშიო. გეგონება, უკრაინის ხელისუფლება უქმნის საფრთხეს უკრაინელ ბავშვებს. რუსეთი ბომბავს ქალაქებს, კორპუსებს, სახლებს,  სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებს და ხოცავს ამ ბავშვებს, რუსი ჯარისკაცები აუპატურებენ  და ხოცავენ ბავშებს  და უკრაინა აქ არაფერ შუაშია. ქუჩურად რომ ვთქვათ, მსოფლიო პოლიტიკაში  პუტინი იყო „კანონიერი ქურდი“ და დღეს არის „გაფუჭებული ქურდი“, რომელთანაც საქმის დაჭერა „ტეხავს“. ცივილიზებული სამყაროსთვის დღეს  პუტინი პერსონა ნონ გრატაა.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved