• რეკლამა
  • კონტაქტი
18:54, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსოფლიო ლიდერები, რომლებმაც ჯო ბაიდენს გამარჯვება არ მიულოცეს

ალია ავტორი - ალია
11:36 11-10-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

არაოფიციალურად, ჯო ბაიდენი აშშ-ს ახალი არჩეული პრეზიდენტია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არსებობს საბოლოო შედეგები, მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა უკვე მიულოცა მას გამარჯვება.

BBC-ის ვებრედაქცია კი აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვან ლიდრებზე, რომელთაც ბაიდენისთვის გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოციათ. როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი ლიდერი გამარჯვებას ტრამპს ულოცავს და მხარს უჭერს მის დაუსაბუთებელ განცხადებას, რომელიც მან ხმების არასამართლიან დათვლასთან და გაყალბებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ლიდერთა შორის, რომლებმაც ბაიდენს გამარჯვება არ მიულოცეს, არის ვლადიმერ პუტინი

საგულისხმოა, რომ 4 წლის წინ, ვლადიმერ პუტინი იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ლიდერი მათ შორის, ვინც დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თუმცა ამ დრომდე არ გაუკეთებია მას იგივე ბაიდენთან მიმართებაში. პუტინს არ დაუწერია არც ტვიტი და არც სატელეფონო ზარით მიულოცავს აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის.

როგორც კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, ამის მიზეზი არჩევნებთან დაკავშირებული ის სამართლებრივი გამოწვევებია, რომლის კამპანიაც დონალდ ტრამპმა წამოიწყო.

“ჩვენ გვჯერა, რომ სწორი იქნება დაველოდოთ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.  თუმცა, BBC-ის მოსკოვის ბიუროს კორესპოდენტი სტივ როზერბერგი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში, ის ფაქტი, რომ პუტინს ბაიდენისთვის გამარჯვება არ მიულოცავს, მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით აღფრთოვანებული არ არის. ცნობილია, რომ ბაიდენი მოსკოვის მწვავე კრიტიკოსია და არც იმის თქმას მორიდებია, რომ “აშშ-სთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია”. აღნიშნული განცხადება ბაიდენმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი გვიქმნის; ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი კი ჩინეთი”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა ტელეარხ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ტრამპი კი, თავის მხრივ ერიდებოდა კრიტიკას რუსეთისა და პერსონალურად, პუტინის მიმართ. ამასთან, აღსანიშნავია იმ ფაქტიც, რომ რუსეთი ღიად დაადანაშაულეს აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესებში ჩარევაში, დონალდ ტრამპის გამარჯვების სასარგებლოდ.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა

აღსანიშნავია, რომ პუტინის მსგავსად, იანეზ იანშაც იმ ლიდერებს შორისაა, ვინც 4 წლის წინ ღიად დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპს. 2016 წელს მან ხმების დათვლის პროცედურის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე მიულოცა ტრამპს გამარჯვება. თუმცა, ის ამ დრომდე არ ჩქარობს ჯო ბაიდენისთვის მილოცვას.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო

ბოლსონაროს ხშირად მიიჩნევენ ტრამპის მოკავშირედ, თანაც იმდენად, რომ მას “ტროპიკის ტრამპსაც” კი უწოდებენ. ყველას ახსოვს ცნობილი მომენტი, როდესაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ბოლსონარომ და ტრამპმა ფეხბურთის მაისურები გაცვალეს. ამ ურთიერთობის გათვალისწინებით, ალბათ, არც არის გასაკვირი, რომ ბრაზილიის ლიდერი ბაიდენისთვის მილოცვას არ ჩქარობს.

მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი

ლოპეს ობრადორი ლათინური ამერიკის კიდევ ერთი ლიდერია, რომელიც ტრამპთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას შეეცადა. და თანაც, იმი მიუხედავად, თუ რა დაძაბულობას ქმნიდა აშშ-ს პრეზიდენტი მკაცრი პოლიტიკა მიგრანტების მიმართ და განსაკუთრებით კი მისი დაპირება, ორი ქვეყნის საზღვარზე კედლის აშენების შესახებ. როგორც BBC წერს, მექსიკის ლიდერი სიფრთხილით მოეკიდა აშშ-ს არჩევნებს და განაცხადა, რომ შედეგებთან დაკავშირებით “ყველა იურიდიული საკითხის” დასრულებას დაელოდება.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი

პრეზიდენტი სი ერთ-ერთია იმ მსოფლიო ლიდერთა შორის, ვინც ტრამპს 2016 წლის არჩევნებში წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე მიულოცა გამარჯვება, თუმცა ამჯერად ჩინეთმა თავი შეიკავა 2020 წლის არჩევნების შედეგებზე რეაგირებისგან.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი

ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებზე არც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს. ამ შემთხვევაში საგულისხმოა ისიც, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაშიც, კიმ ჩენ ინის რეაგირება დაგვიანებული იყო.

მომზადებულია ბი-ბი-სის მიხედვით

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved