ისრაელი ბეირუთის სამხრეთ უბნებიდან ევაკუაციის ბრძანებას გასცემს. შესაბამის განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი “აგრძელებენ ოპერაციებს და დარტყმებს სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ”, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ “ჰეზბოლას” ეკუთვნის.
ევაკუაციის ბრძანება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ისრაელი “ჰეზბოლას” წინააღმდეგ მეტ დარტყმებს განახორციელებს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა კი, განაცხადა, რომ 8 აპრილის ოპერაციის დროს, „ჰეზბოლას“ 200-ზე მეტი წევრი მოკლეს, საერთო ჯამში კი, ომის დაწყებიდან დაჯგუფების 1 400-ზე მეტი წევრია მოკლული, რაც ორჯერ მეტი რაოდენობაა, ლიბანის მეორე ომთან შედარებით.
„ოპერაცია „მარადიული სიბნელე“ „ჰეზბოლასთვის“ ძალიან ძლიერი დარტყმა იყო, რამაც იგი გაოგნებული და დაბნეული დატოვა შეღწევის სიღრმით და დარტყმის მასშტაბით“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
















კომენტარები