სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი, ნუნუ სიგალავა, ავარიისას დაღუპულ 15 წლის მოზარდზე, აკო ჯანიანზე, წერს:
“ტკივილი… ტკივილი გაუსაძლისი… ტკივილი უსაშველო….კიდევ ერთხელ ახდილი ცა დედის კივილით…კიდევ ერთი ტრაგედია… კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ჭადრების ხეივანში და მსხვერპლი ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე აკო ჯაიანი. აკო მორიდებული, ზრდილობიანი, სწავლის მოყვარე კონკურსებში გამარჯვებული, გარშემომყოფთა პატივისმცემელი, ბესიკ ხულორდავას სახელობის სტეპენდიანტი და კიდევ უამრავი რამ, რაც მას ღირსებას მატებდა. ძალიან ძნელია წარსულ დროში აკოზე საუბარი, ძნელზე ძნელია….”

კომენტარები