მსჯავრდებული სასჯელს არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იხდიდეს – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მიხეილ საკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მსჯავრდებული სასჯელს უნდა იხდიდეს მსჯავრდებული არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როგორც ვიცი, ერთი დღე გადაიდო მისი გადაყვანა სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და როცა მოხდა მისი გადაყვანა, იმ დროს გადაყვანის საწინააღმდეგო ჩვენება ჯანდაცვის კუთხით არ ყოფილა.
როგორც ვიცი, დაცული იყო ყველა წესი. თუკი დაემუქრება საფრთხე, არსებობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამედიცინო დაწესებულებაც, სადაც მას უმკურნალებენ, – თქვა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
კომენტარები