• რეკლამა
  • კონტაქტი
16:00, ოთხშაბათი, 10 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მშვიდობით, სიმართლით და ღიმილით დაგამარცხებთ” – “სირცხვილია” განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
18:38 02-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

მოძრაობა „სირცხვილია“ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ალია“ უცვლელად გთავაზობთ.

„უვადო მოსამართლის პოზიციაზე მწვავე კრიტიკის პარალელურად დანიშნულმა შალვა თადუმაძემ, ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალება სანიმუშოდ შეასრულა და გიგი უგულავა, ერთხელ უკვე გასამართლებულ და პატიმრობამოხდილ საქმეზე (რომლის პროკურორიც თავად გახლდათ) ხელმეორედ დააკავა.

გიგი უგულავას ციხეში სამი წლით გაშვება არის სასჯელი ოპოზიციისთვის და საგანგაშო სიგნალი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “სამართლიანობის აღდგენის” დაპირებით მოსულმა ხელისუფლებამ სასამართლო სრულად გააუქმა და პარტიის სურვილის დასამტკიცებელ ნოტარიულ ბიურომდე ჩამოაქვეითა.

გიგი უგულავას დაკავება ახალი ფაზაა იმ ომისა, რომელიც კოლაბორაციონისტმა მთავრობამ 20 ივნისს, რუსული გავლენების წინააღმდეგ მებრძოლი მოქალაქეებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ წამოიწყო. სამწუხაროა იმის გააზრება, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები; ტუსაღები, რომლებიც მოაშორეს თავიანთ ოჯახებსა და ყოველდღიურ საქმიანობას, რადგან მათ გაბედეს და რუსეთის მიმართ ლოიალურ მილიარდერ ოლიგარქს დაუპირისპირდნენ

გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და გავრილოვის პატიმრების მსგავსად, სასჯელით ემუქრებიან მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ნიკა მელიას. თავად ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ რეპრესიებს მხოლოდ პოლიტიკოსები არ ეწირებიან, ბიძინა ივანიშვილი ებრძვის მედიასაც – აღძრულია საქმეები მთავრობის მიმართ კრიტიკული ტელევიზიების დირექტორებზე და რიგ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებზე. ნიკა გვარამიას (მთავარი არხი), ვახტანგ წერეთელს (ტვ პირველი) და ზუკა გუმბარიძეს (ფორმულა) პატიმრობა ემუქრებათ.

პარალელურად, პრორუსი ოლიგარქი ღია კონფრონტაციაში შედის დასავლელ პარტნიორებთან. ბიძინა ივანიშვილის კურსი არასდროს ყოფილა პროდასავლური, ახლა კი, როცა ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე იგრძნო, კიდევ უფრო მეტად ცდილობს მმართველობის იმ დასავლურ მოდელთან დაშორებას, რომელიც ქვეყნის განვითარების ერთადერთი საწინდარია.

“ღირსების დაბრუნების” დაპირებით ქვეყნის სათავეში მოსული ბიძინა ივანიშვილისთვის საკუთარი გუნდის წევრთა ღირსებაც კი არაა ფასეული. სხვაგვარად ვერ აიხსნება პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკავაძის სპეციალური ვიზიტი ვაშინგტონში, ამერიკელი კონგრესმენისთვის დაპირებების მიცემა, შემდეგ ამ შეხვედრის პოზიტიურად გაშუქება, რამდენიმე საათში დაპირების გატეხვა და ოპოზიციის ლიდერის დაკავება. ცხადია, ბიძინა ივანიშვილის ცინიზმისა და ქვეყნის ღალატის ატანას თავისი ფასი აქვს, რომელიც მისი ქვეშევრდომებისთვის კონკრეტულ თანხასა და კომფორტში ითარგმნება. თუმცა ეს პრივილეგიებიც დროებითია: სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესთა გამყიდველებს აუცილებლად დასჯის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებული სასამართლო სისტემა ან უფრო ადრე, მათ ერთგულებაში ეჭვის შემტანი ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენ ვიცით, რომ რაც ზემოთ დავწერეთ, რასაც ყოველდღე ვაწყდებით ცხოვრებაში და ვისმენთ ეკრანებიდან, მხოლოდ დასაწყისია. პროცესები უფრო გართულდება, ძალაუფლებაზე კბილებით ჩაჭიდებული ოლიგარქი არაერთ უკანონო დავალებას გასცემს და ამ დავალებებს ისინი შეასრულებენ, ვისაც ივანიშვილის ძალაუფლება სამუდამო ჰგონია. დანაშაულს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ ბიძინა ივანიშვილი იმისთვის კი არ სჩადის, რომ წყლიდან მშრალად ამოსვლის იმედი აქვს, არამედ იმიტომ, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაითრიოს ჭაობში, რომელშიც თავად ყელამდეა ჩაფლული.

ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ფულით კურორტები, მხცოვანი ხეები, შავი ზღვის ფერადი სანაპიროები და შავ-თეთრი ბიზნესები იყიდოს, შეუძლია ამავე ფულით ქართული ოცნების სრული შემადგენლობა, მოსამართლეები და პოლიციელები დაიმონოს, მაგრამ იგი ვერასდროს შეძლებს შეიძინოს ღირსეული ადამიანები. ამ ქვეყანაში, ბატონო ბიძინა, არსებობს უფრო მეტი, ვიდრე თქვენი ბუნდოვნად ნაშოვნი და საკმაოდ ნათელი გზებით გათეთრებული ფულია. ამ ქვეყანაში ვარსებობთ ჩვენ, თავისუფალი ადამიანები და ჩვენთვის ამ ძვირფას და ისტორიულ ბრძოლას არასდროს გავცვლით დროებით მოგდებულ ლუკმა-პურებზე.

არ ვიცით, რა მოლაპარაკებებს აწარმოებთ ერთმანეთთან, რა მოლოდინები გაქვთ ოპოზიციური პარტიებისგან, რამდენად დაბალი მოლოდინი გაქვთ ადამიანებისგან. რაც ვიცით არის ის, რომ ჩვენ გაძლევდით შანსს – მიგვეღო პროპორციული არჩევნები და ყველა პოლიტიკური ძალა სამართლიანად ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში, ყველა, მათ შორის თქვენი “ქართული” ოცნებაც. მაგრამ არც საკმარისი შეგნება აღმოგაჩნდათ ამისთვის და არც საკმარისი პატრიოტიზმი.

ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, რადგან ამ ერთპიროვნული მმართველობების დროს გვერდზე გვრჩება ჩვენი ქვეყანა და ადამიანები, თავიანთი ინდივიდუალური სიცოცხლითა და ბედნიერების ძიების უფლებით. თქვენ ბედნიერი ხართ, ბატონო ბიძინა? – ეჭვი გვეპარება! თუმცა რადგან ადამიანების გაუბედურება გაბედნიერებთ, იცოდეთ, ეგ თქვენი ბედნიერებაც დროებითია, რადგან ჩვენ მზად ვართ მივიღოთ გამოწვევა. მეტიც, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ვიქნებით, რადგან ისტორიულადაც, მრავალრიცხოვნება არასდროს ყოფილა ჩვენი ძლიერი მხარე – პრინციპულობა, შემართება და სიმართლე კი იყო.

თქვენ დამარცხდებით არჩევნების იმ მოდელში, რომლის შენარჩუნებაც თავად გადაწყვიტეთ, დამარცხდებით ყველა იმ დაჩაგრული ადამიანის გამო, რომელიც არათუ დაიცავით, არამედ თავად დაჩაგრეთ. დაისჯებით იმ ბავშვების გამო, რომლებიც თქვენი დაბალჩინოსნების ღრეობის პარალელურად შიმშილობენ. დაისჯებით იმ პატიმრების გამო, რომელთა წილ ჰაერსაც თქვენი კორუმპირებული ცხვირებით სუნთქავთ.

რადგან არ არსებობს სიმართლეზე უკეთესი იარაღი თქვენი მოგზავნილი მონების წინააღმდეგ.

მშვიდობით, პრინციპულობითა და ღიმილით დაგამარცხებთ და ეს გარდაუვალია“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:27 09-10-2025
თიბისი x საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია AI განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი x საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია AI განათლებისთვის

13:21 09-10-2025
თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

16:45 09-09-2025
ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება – შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან
ახალი ამბები

ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება – შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან

15:10 09-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved