ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
საქართველო დღეს დიდ მზადებაშია. ზოგი თანამოქალაქეების გვერდში დგომისათვის და ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლისათვის ციხეში წასასვლელად ემზადება, ზოგი კი ბაზარში წასასვლელად, რათა საღამოს სუპისთვის პროდუქტები იყიდოს, ახალი წლისთვის ნიგოზი და ფასდაკლებაზე = ფეხსაცმელები.
ასე დალაგდა ყველაფერი. რას ვიზამთ. სად და როდის ვიბადებით იმას არ ვირჩევთ. დანარჩენი ჩვენს ხელშია.“გაუმარჯოს ჩემს სამშობლოს, მშვიდობით, ძმებო! გვხვრეტენ ამაღამ.”
სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, 1923 წელი, დახვრეტის წინ ნათქვამი.














კომენტარები