• რეკლამა
  • კონტაქტი
13:31, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა

ალია ავტორი - ალია
11:12 04-16-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

2024 წლის მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა, 49-ე ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, მშვიდობის და სამომავლო მშვიდობის ტრაექტორიის აღმწერ საკვანძო მიგნებებში საქართველო პროგრესის მაგალითად არის მოხმობილი მდგომარეობის ისტორიული გაუმჯობესებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც გამორჩეულად პროგრესირებადი ქვეყანა მშვიდობის შარშანდელ ანგარიშშიც გამოარჩიეს. კერძოდ, 2023 წლის მშვიდობის ინდექსით მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო. ამასთან, მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.

2024 მშვიდობის ინდექსთან ერთად ცალკე დოკუმენტად მშვიდობის და ბიზნესის 2024 წლის ანგარიშიც გამოქვეყნდა, რომელიც აქცენტს სამთავრობო, სოციალურ და გარემოდაცვით (ESG) სტანდარტებზე აკეთებს. საქართველოს პროგრესი ამ ანგარიშშიც აღინიშნა. მიღწეული გაუმჯობესების საფუძველზე, საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც სამომავლოდ ყველაზე მაღალი პროგრესია მოსალოდნელი. თავის მხრივ ESG სტანდარტი გულისხმობს ისეთი პოლიტიკის წარმოებას, რომელმაც უნდა (E) გამოიწვიოს გარემოს მდგრადობა, (S) ხელი შეუწყოს სოციალურ სამართლიანობას, კეთილდღეობას და განვითარებას (G) წაახალისოს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ორგანიზაციული მმართველობა.

მშვიდობის ინდექსს, ისევე როგორც გლობალური მშვიდობის ინდექსს, აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP). აღნიშნული მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.

პოზიტიური მშვიდობა განიმარტება, როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებას. კვლევის საკვანძო მიგნებების თანხმად: პოზიტიური მშვიდობა აღწერს ოპტიმალურ გარემოს ადამიანის პოტენციალის განვითარებისთვის. მშვიდობის უფრო მაღალი დონის მქონე ქვეყნები: •უფრო მდგრადია •ასოცირდება ძლიერ და პროგრესირებად ეკონომიკებთან, •აქვთ კეთილდღეობისა და ბედნიერების უფრო მაღალი დონე, •აქვთ სოციალური ერთობის უფრო ძლიერი მაჩვენებლები, •უფიქსირდებათ ცხოვრების სტანდარტებით მეტი კმაყოფილება და სხვა.

მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს: 1. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა 2. ჯანსაღი ბიზნეს გარემო 3. კორუფციის დაბალი დონე 4. ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა 5. ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე 6. კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან 7. ინფორმაციის თავისუფლება 8. რესურსების სამართლიანი განაწილება მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.

https://www.visionofhumanity.org/wp-content/uploads/2024/04/PPR-2024-web.pdf

საქართველოს შესახებ: გვ. 10 ; გვ. 14; გვ. 15; გვ. 51; გვ.56; გვ.57; გვ.77;

https://www.visionofhumanity.org/wp-content/uploads/2024/04/BAP-2024-web.pdf

გვ. 4 ; გვ. 35; გვ. 39

https://www.visionofhumanity.org/wp-content/uploads/2024/04/PPR-2024-web.pdf?fbclid=IwAR0Ig6hebUJAT7iHAkkliPLxLKmKLM79qGBRmDUYNZIvd4ssttKuzr3m70I

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved