• რეკლამა
  • კონტაქტი
00:31, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე, არ გვექნება არცერთი რესურსი ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, რათა ქვეყანა იყოს დაცული – პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
14:29 07-06-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
182

მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე, არ გვექნება არცერთი რესურსი ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, რათა ქვეყანა იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ ვერ გაიგო, ვინ არის მეგობარი და ვინ – მტერი.

„შეიძლება, ეს იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორიც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს საზიანოა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და ყველაფრისთვის, რაც აქამდე ჩვენს ჯართან ერთად შენდებოდა. ყველაფერი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები, სად – მტრები, რა უნდა გაკეთდეს, სად არის ამ ქვეყნის მშვიდობა. მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც პარტნიორების გარეშე. არ გვექნება არცერთი რესურსი, ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ, იმისთვის კი არა, რომ რაღაც მოგონილი ფრონტები დავიწყოთ, არამედ ქვეყანა იყოს დაცული. დაცვა არის მზადებაში და მზადება დღეს საფრთხის ქვეშ არის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved