• რეკლამა
  • კონტაქტი
16:38, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მშრომელი თუ დამსაქმებელი – ვინ მიიღებს გამოთავისუფლებულ საშემოსავლოს?

ალია ავტორი - ალია
19:49 04-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 2020 წლის პირველი მაისიდან 6 თვის განმავლობაში წესდება საგადასახადო შეღავათები იმ დასაქმებულებზე, რომლებსაც Covid-19-ის ეპიდემიის პირობებში სამსახური/ხელფასი შეუნარჩუნდათ.

28 აპრილს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეღავათი ეხება ყველა ტიპის ორგანიზაციას, მათ შორის:

  • კომპანიებს;
  • საწარმოებს;
  • არასამთავრობო ორგანიზაციებს;

ასევე, მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და ამავდროულად, იხდიან საშემოსავლო გადასახადს.რა თანხა თავისუფლდება გადასახადისგან?

მინისტრის მოადგილის თქმით, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6-თვიან პერიოდში მათი ხელფასი არ აღემატება თვეში 1500 ლარს.

მაგალითად, თუკი კონტრაქტით ხელფასი 1400 ლარი გქონდათ, საშემოსავლო გადასახადი (ანუ 1400 ლარის 20%) 280 ლარი გამოდიოდა, ხელზე ასაღები თანხა კი 1120 ლარი.

ახლა გამოდის, რომ ამ 1400-დან 750 ლარი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, ანუ მხოლოდ 650 ლარი დაიბეგრება. 650-ის 20% არის 130 ლარი. გამოდის, რომ 1400 ლარიდან მხოლოდ 130 ლარი დაიბეგრება. დაუბეგრავი რჩება 1270 ლარი.დასაქმებულს თუ დამსაქმებელს?

რა ხდება ახლა? დასაქმებული, რომელსაც 1400 ლარი ჰქონდა კონტრაქტით განსაზღვრული, ხელზე კვლავ 1120 ლარს მიიღებს, თუ 1270-ს? თუ გამოთავისუფლებული თანხა დამსაქმებელს დარჩება?

შეღავათის მიზანი, როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, არის ის, რომ „დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯი და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები“.

ამ განმარტებიდან არ არის ცალსახა, გამოთავისუფლებულ გადასახადს დასაქმებული მიიღებდა თუ დამსაქმებელი.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი არის ფიზიკური პირი, თუმცა საქართველოს რეალობაში, საშემოსავლო გადასახადი დასაქმებულამდე არ აღწევს — მის ადმინისტრირებას იურიდიული პირი ახორციელებს.

მოგვიანებით მინისტრის მოადგილეს ამ საკითხზე კითხვა დაუსვეს „ტვ პირველის“ გადაცემა „საქმის კურსში“. მან განაცხადა:

„ამ შემთხვეავში მნიშვნელოვანია ის, რომ ფიზიკური პირიც (ანუ დაქირავებული) და დამსაქმებელიც თანხმდებიან კონკრეტული ხელფასის ოდენობაზე, როდესაც ამა თუ იმ სახელშეკრულებო ურთიერთობებში შედიან“.

„შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, რომ აღნიშნული შეღავათის პირობებში გაზარდოს ხელფასი დაქირავებულის, ამას იზამს, ხოლო თუ ამის რესურსი არ ექნება, ეს დაეხმარება იმას, რომ სამუშაო ადგილები არ შეამციროს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა (ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა: „სამართლებრივად რომ შევხედოთ, ეს გადასაწყვეტი იქნება დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის შეთანხმებაზე“.

ნეტგაზეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved