თბილისში, მშენებარე ახალი სპორტის სასახლის სახურავიდან სამშენებლო მასალები გადმოვარდა, არიან დაშავებულებიც. ინფორმაციასა და ვიდეომასალას Facebook-ზე ორგანიზაცია, “ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალ სპორტის სასახლეს რომ აშენებენ, სახურავიდან მასალები გადმოვარდა და ავტომობილებს დაეცა. არიან დაშავებულებიც, ბოლომდე უყურეთ. ამ ქალაქში სიარული უსაფრთხოა?დააჯარიმეთ და შეუჩერეთ მუშაობის უფლება ამ კომპანიას !!!და პასუხისმგებლობას ვინ იღებს ამ ყველაფერზე? – ვკითხულობთ ორგანიზაციის ფეისბუქ-გვერდზე.
კომენტარები