ნარკოტიკების სკანდალში გახვეული თურქი მსახიობი ჯან იამანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, დაკავებული არ ყოფილა.
ის იტალიურ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და წერს, რომ თურქული მედია წლების განმავლობაში მის მიმართ არაერთ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
მსახიობი იქვე წერს, რომ იტალიურმა პრესამ დაუზუსტებელი ცნობები გადააკოპირა.
„მართლა გგონიათ, რომ იმ პერიოდში, როცა პოლიცია მასშტაბურ გამოძიებებს ატარებს და ცნობილ ადამიანებს აკავებს, მე ღამის კლუბებში აკრძალული ნივთიერებებით ვივლიდი?“ – წერს მსახიობი.
მსახიობი წერს, რომ ის ახლა რომში იმყოფება.














კომენტარები