• რეკლამა
  • კონტაქტი
20:35, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსახიობების, ყველაზე მოწყვლადი რგოლის ხმა ისმის დღეს ყველაზე ხმამაღლა – ეს არის ძალიან საამაყო! – ლევან წულაძე

ალია ავტორი - ალია
17:21 12-07-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
959

პირველად ხდება, როდესაც [მსახიობების] ინტელექტუალური ელიტის ამ ნაწილის, ყველაზე სუსტი რგოლის იმიტომ, რომ ყველაზე მოწყვლადი იყო ეს ხალხი, მსახიობების ხმა ისმის ყველაზე ხმამაღლა დღეს – ეს არის ძალიან საამაყო ჩემთვის! – ამის შესახებ რეჟისორმა ლევან წულაძემ (ჭოლა) ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც მათ შორის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი იმართება.

როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ანდრო ჭიჭინაძის დაკავება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.

„თუ ცოტას წინ გაიხედავს ადამიანი და სისტემაც 2 კვირით ან მეტით იქით, მაშინ, მგონი, ეს მათთვის წამგებიანია. შეუძლებელია ყველაზე შესანიშნავი ადამიანების დაპატიმრება უმიზეზოდ, ყოველ შემთხვევაში, გაუგებარი მიზნით, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი დასაპატიმრებელი ქუჩაშია, არ ვიცი, როგორ გითხრათ…

პირველად ხდება, როდესაც [მსახიობებმა] ინტელექტუალური ელიტის ამ ნაწილის, ყველაზე სუსტი რგოლის იმიტომ, რომ ყველაზე მოწყვლადი იყო ეს ხალხი, მსახიობების ხმა ისმის ყველაზე ხმამაღლა დღეს. ეს არის ძალიან საამაყო ჩემთვის. იმედი მაქვს, ამის შემდეგ კიდევ აღმოჩნდებიან სხვა, საამაყო ადამიანები, ეს ხომ არ დამთავრდება?! თუ მსახიობმა ამოიღო ხმა, მაშინ მალე სხვებიც ამოიღებენ ხმას.

ანდრო ჭიჭინაძის დაკავება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ანდრო ჩემი სტუდენტი იყო, მისი შვილი ჩემი შვილიშვილის მეგობარია, სამი წლის არიან, მაგრამ მეგობრობენ. ასე რომ, წარმოუდგენელი ამბავია, ახლაც არ მჯერა, რომ მისთვის ვდგავარ აქ. ძალიან კომიკურ პოზაში ვართ, მაგრამ იმედია, რომ ფინალში არ იქნება კომედია, კარგი რამე იქნება ბოლოს“, – განაცხადა ლევან წულაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved