• რეკლამა
  • კონტაქტი
23:05, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსახიობ კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

ალია ავტორი - ალია
16:19 10-10-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

მსახიობს, სტიქაროსანსა და ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ თანამშრომელს, კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც თავად კახა მიქიაშვილი აცხადებს, მეგობრისთვის ვირუსის დადგენის შემდეგ, არც მსახურებაზე და არც საპატრიარქოს ტელევიზიაში არ მისულა და მისგან ვირუსი არავის გადასდებია.

„ვირუსი 1-ელ ოქტომბერს დამიდასტურდა. წყარო ვიცი. ჩემმა მეგობარმა გადამდო, რომელიც აქვე, ორი პალატის იქითაა მოთავსებული. მას შემდეგ, რაც მას დაუდასტურდა და მითხრა, ვიყავი ჯერ თვითიზოლაციაში, სახლში, შემდეგ – სასტუმროში და სასტუმროში გამომივლინდა სიმპტომები. ახლა ვარ ბოჭორიშვილის კლინიკაში. ვითვლები სტაბილურ პაციენტად. თავიდან უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ გუშინ ორივე ფილტვზე აღმომაჩნდა პნევმონია და გააგრძელეს მკურნალობის ახალი ეტაპი. მადლობა ღმერთს, რაც მადარდებდა, არ ახდა და ჩემგან არავის გადასდებია, რადგან იზოლაციაში ვიყავი და კონტაქტები არ მქონია“ – აცხადებს კახა მიქიაშვილი.

„ქრონიკასთან“ საუბრისას, მან დაავდების სიმპტომებსა და მიმდინარეობაზეც ისაუბრა.

„პირველ დღეს მქონდა მაღალი სიცხე და თავის ძლიერი ტკივილი. მას შემდეგ, რაც გადმომიყვანეს კლინიკაში, სადაც შესანიშნავი პერსონალია და დიდ ყურადღებას იჩენენ, რამდენიმე დღე ვიყავი შესანიშნავად, შემდეგ, ერთი დღე მქონდა მაღალი სიცხე და მას შემდეგ, გუშინდელ, მეცხრე დღემდე, სერიოზული არაფერი მქონია. მეცხრე დღეს აღმოჩნდა, რომ დაწყებული მაქვს ანთება. ახლა ცოტა უფრო სუსტად ვარ, შესაძლოა ანტიბიოტიკების, შესაძლოა, პნევმონიის ფონზე, მაგრამ, ჯერჯერობით, სუნთქვის გაუარესება არ მაქვს. სტაბილურად, ნორმალურად ვგრძნობ თავს“ – განაცხადა კახა მიქიაშვილმა.

მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც მეგობრის ინფიცირების შესახებ გაიგო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved