რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ამბობს, რომ რცხვენია იმის გამო, რაც თბილისში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს მოჰყვა.
კანდელაკი ტელეგრამზე წერს, რომ “ქართველები სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან”.
„მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ თბილისის სასტუმროში პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენ, ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით სტუმართმოყვარეობით და შეიძლება, ბევრ რამეში შეიტანო ეჭვი, მაგრამ არა იმაში, რომ ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. ეს ჩვენი აღზრდისა და დამოკიდებულების ნაწილია ბავშვობიდან. ახლა კი ვხედავ, რომ ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარს.
მან საქართველოს შესახებ უფრო ბევრი იცის, ვიდრე იმ ხალხმა, ვინც მოულოდნელად გადაწყვიტა, თავისი უპატივცემულობა გამოეხატა მის მიმართ”, – წერს კანდელაკი.
„ფორმულა“
კომენტარები