• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მრავალშვილიანმა დედამ 3000-ლარიანი სესხის გამო თავის მოკვლა სცადა – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ალია ავტორი - ალია
11:11 12-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

სოციალურ ქსელში ვრცელდება მრავალშვილიანი დედის წერილი, რომელსაც 3 000-ლარიანი სესხი ჰქონდა აღებული და ამის გამო სუიციდი სცადა.

„მაპატიეთ, შვილებო.

სალი, დედას მზეო, შენ გაბარებ და-ძმას, დე. მე გიღალატეთ და მაინც ვბედავ ბოლო თხოვნა დატიტოვოთ, სწავლა არ შეწყვიტოთ.  ახლა გადასახდელი აქვს ნიაკოს და ნათლიას სთხოვეთ, გაუჩენელს გააჩენს, დე.

მერე დანარჩენი შენ უნდა იყოჩაღო. მიყვარხართ სულ, დედას აპატიეთ.

(ფისო-ცუგოებს გაუყავით რაც დარჩებათ. დამელოდებიან)“, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნათია ჩიქოვანმა გაავრცელა.

მანვე, საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა ოჯახს შესაბამისი დახმარება გაუწიოს.

„3 000 ლარი აუღია სესხად შვილების სწავლის ფულის დასაფარად, ახალ წელს უნდა დაეფარა ვალი და ვერ შეძლო.. ეს იყო მიზეზი, როგორც ოჯახის ახლობლისგან გავიგე,  ძალიან დიდი თანხაო, 3000 ლარიო მე მჯერა, რომ მოვაგროვებთ!! მთავარია, ბევრმა ადამიანმა ჩარიცხოს სულ ცოტა.

ვიცი, რომ საახალწლოდ მაინც, ყველას გვინდა გონება გავთიშოთ და ასეთ რამეებზე არ ვიფიქროთ, მაგრამ სული შემეძრა და მინდა რაღაცაში გამოვადგე ამ ოჯახს. სუიციდის მცდელობა ჰქონდა ქალს, ვეღარ უძლებს ხალხი ამდენს.  საბედნიეროდ გადარჩა და ახლა რაიონში ჰყავთ წაყვანილი (გარიდებული ქალაქს) და დღე და ღამ თავზე ადგანან, რომ არ გაიმეოროს.

ისეთ დღეშია ოჯახი, ახლა ანგარიშების წერის თავი არ აქვთ და თავს უფლებას ვაძლევ, საკუთარი გვერდი გამოვიყენო ინფორმაციის გასაზიარებლად და თანხაც საკუთარ ანგარიშზე ავუგროვო.

ამ ოჯახთან ერთად, დედაჩემის უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა ახლობლისთვის (მშობლები გარდაცვლილი, დაც გარდაცვლილი, ქმარი და შვილები არასდროს ჰყოლია) მინდოდა საახალწლოდ თანხის აგროვება და კიდე პეტრე-პავლეს ეკლესიის მესაფლავე კაცისთვის, რომლის გაჭირვებამაც ასევე შემძრა. ამიტომ, თქვენის ნებართვით, რაც კი რამ თანხა შემოვა, 60%-20% -20% -ზე გავყოფ და ამ სამ ადამიანს გავუნაწილებ. მესაფლავე კაცისთვის, ტანსაცმლის და სხვა დონაციასაც მივიღებ. თუ რაიმე გაქვთ გადანახული.

ვიცი, რომ ყველას უამრავზე უამრავი საახალწლო ხარჯი გვაქვს, საჩუქრები, მეგობრებისა და ახლობლების დახმარება და თუ 1 ლარი მაინც მოგრჩებათ და დახმარების სურვილი/დრო გექნებათ, არც იმის გადმორიცხვა არ მოგერიდოთ.

P.S. უამრავ ცხოველს უვლიდა ეს ქალი თურმე, უკიდურესად მძიმე დროსაც არ დაავიწყდა ისინი.. ცხოველებს რატო ეხმარებით, ადამიანებს დაეხმარეთო ჭკუას რომ გვარიგებენ მართლა უნდა ჩამოვატარო და ვანახო ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტ ცხოველს უვლის.. ეს მესაფლავე კაციც 3 ლეკვის წყალობით გავიცანით, რომელსაც კიტრს, პურს და ყველაფერს უყოფს, რა საკვებიც თავად აქვს ხოლმე…
“, – წერს ნათია ჩიქოვანი.

დახმარების სურვილის შემთხვევაში⇓ 

#GE25TB7006739365100048

მიმღები: ნათია ჩიქოვანი

დანიშნულება: დახმარება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved