• რეკლამა
  • კონტაქტი
20:42, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მქონდა შეხვედრები ავსტრიის, ფინეთის, სლოვაკეთის, მეზობელი ქვეყნების კოლეგებთან, არცერთ მათგანს არ დაუსვამს კითხვა ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით – ბოჭორიშვილი

ალია ავტორი - ალია
09:54 12-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
332

“სახელმწიფოს ინტერესების დაცვა არის პირველ რიგში ჩვენი ვალი, მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა “ღამის კურიერში” საუბრის დროს განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ოპოზიციის მავნე ქცევის გამო ქვეყანა ერთ წრეზე ბრუნავს და მუდმივად სჭირდება ლეგიტიმაციის მტკიცება, რასაც რეალურად მტკიცება არც სჭირდება.

“მქონდა შესაძლებლობა ჩემი ქვეყანა წარმომედგინა მალტაზე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. იქ მქონდა შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, მათ შორის, იყო ორმხრივი შეხვედრები ავსტრიის, ფინეთის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჩვენი მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რა თქმა უნდა, ეს არის კარგი როცა გაქვს შესაძლებლობა გქონდეს კომუნიკაცია კოლეგებთან. რა თქმა უნდა, არცერთ მათგანს არ დაუსვამს კითხვა ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ის ესაუბრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრს თუ არა.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ოპოზიციის ასეთი საქციელის გამო მუდმივად უწევს წრეზე სიარული, რომ არჩევნების შემდგომ რამდენიმე თვე უნდა ვკარგოთ იმის მტკიცებაში, რასაც მტკიცება არ სჭირდება, იმის ნაცვლად, რომ ეს დრო მოხმარდეს ქვეყნის განვითარებას.

დღეს ასეთი მოცემულობაა, ვხედავთ, რომ გარკვეული უკმაყოფილებაა “ქართულ ოცნებასთან” მიმართებით, რომელიც გაშმაგებით იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. სახელმწიფოს ინტერესების დაცვა არის პირველ რიგში ჩვენი ვალი, მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved