კოვიდკლინიკებში მიმართვიანობა გახშირებულია, ვაქცინაციის ტემპი კი საგანგაშოდ დაბალი. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოშ მინიმუმ 7-8 თვეა საჭირო, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი აიცრას.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაციის მარათონს ჯანდაცვის სექტორში იმედით უყურებენ. რეგიონების მოსახლეობას პროფესიონალები დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.
„სულ მცირე 7-8 თვე დაგვჭირდება კიდევ ქვეყანას, რათა მოზრდილი მოსახლეობის 60% ავცრათ. ვაქცინაციის პროცესის შენელებით ჩვენ ვზრდით ინფიცირებული ადამიანებისა და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობას“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
კომენტარები