• რეკლამა
  • კონტაქტი
00:58, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოზარდებზე ადევნების მორიგი მცდელობა ვარკეთილში – პოლიცია 40 წლამდე კაცს ამ დრომდე ეძებს

ალია ავტორი - ალია
13:26 10-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
347

მოზარდზე ადევნების კიდევ ერთი მცდელობა – მოქალაქის მიერ გუშინ, 29 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

საუბარია ავტობუსში მომხდარ ინციდენტზე. Facebook მომხმარებელი წერდა, რომ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი კაცი ავტობუსში ორ მოზარდს აედევნა.

როგორც ირკვევა, შემთხვევა გუშინ საღამოს 9:00 საათზე, მაშინ მოხდა, როცა ძმები ცეკვიდან სახლში ბრუნდებოდნენ. უცნობი კაცი ორ არასრულწლოვანს ჯერ მეტროში აედევნა და როგორც ბავშვები ჰყვებიან, მათ ექიმთან წაყვანას სთავაზობდა. მას შემდეგ, კი რაც ბავშვები მეტროდან ამოვიდნენ, კაცი მათ ავტობუსამდე გაჰყვა. ავტობუსში კაცს ბავშვებთან მისვლის საშუალება მოქალაქეებმა არ მისცეს, არასრულწლოვანები კი სახლამდე ავტობუსის ერთ-ერთმა მგზავრმა მიაცილა.

როგორც დედა მთავარ არხთან ჰყვება, ის მომხდარს პედოფილიას უკავშირებს.

“აედევნა მატარებლიდან, უყურებდა დაჟინებით ამ დაჟინებული მზერის შედეგად პატარას გადასცდა ნერწყვი, დაუწყია ხველა, ხველის შემდეგ უფროსს მიუცია წყალი და ხველის ინციდენტმა გაიარა. ეუბნება, რომ უნდა წაიყვანოს ექიმთან, რაზეც ჩემი უფროსი შვილი პასუხობს, რომ არ საჭიროებს ექიმის დახმარებას. ამას ამჩნევს რამდენიმე კაცი და ეუბნებიან, რომ დაანებონ ბავშვებს თავი, ამის შემდეგ გადმოდიან ვარკეთილის მეტროს სადგურზე, არბიან ესკალატორზე, ეს კაცი მათ სწრაფი ნაბიჯებით მოჰყვება, სადღაც 10-15 მეტრი იყო დაშორებაო და უკვე როცა ვიყავით მიწისქვეშა გადასასვლელში და კიდევ შევნიშნეთ, რომ ეს კაცი ჩვენს უკან მოდიოდაო, უფროსმა გადაულაპარაკა პატარას, რომ ეს კაცი საშიში მგონია და სწრაფად ვიაროთო.

დღევანდელ დღეს, გატაცებას ფინანსურთან დაკავშირებით ვერავინ გაბედავს, ეს იყო პედოფილიის მორიგი შემთხვევა, რომელიც ღვთის წყალობით და მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობის გამო ძალიან მშვიდობიანად დასრულდა”, – თქვა ბავშვების დედამ.

ცნობილია, რომ პირი, რომელიც ბავშვებს აედევნა 40 წლამდე კაცია. ბავშვები დედასთან ერთად გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მედიაში მოზარდზე ადევნების შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. აღნიშნულს, გუშინ, 29 ოქტომბერს სახალხო დამცველი გამოეხმაურა – ომბუდსმენი განცხადებაში აღნშნავდა, რომ უწყება მსგავს ხუთ სავარაუდო შემთხვევას იკვლევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved