• რეკლამა
  • კონტაქტი
03:42, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვუწოდებთ შსს-ს, რომ სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარეც, გაასაჯაროოს თუ რა საშუალებებს იყენებს – საია

ალია ავტორი - ალია
03:23 11-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,682

საია განცხადებას ავრცელებს:

,, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. მათ შორის, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 21 ოქტომბერს შსს-მ განცხადებით დაადასტურა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდა. აღნიშნული პრაქტიკის მხარდასაჭერად სამინისტრომ არასწორად, მანიპულაციურად, დააციტირა „ამნესტი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო. სინამდვილეში, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიხედვით, წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის ან საღებავის შერევა აკრძალული უნდა იყოს. აღნიშნული პრაქტიკა, ძლიერ პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო. კერძოდ:

• უცნობია თუ რა არის წყალში ქიმიური გამაღიზიანებლის დასაშვები კონცენტრაციის დონე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოშობს.

• როდესაც ტანსაცმელი ქიმიური გამაღიზიანებლით იჟღინთება, ადამიანს აღარ შეუძლია მისი ზემოქმედებისაგან გაქცევა.

• ამასთან, როდესაც ადამიანის ტანსაცმელი იჟღინთება, შეუძლებელია გაკონტროლდეს ქიმიური გამაღიზიანებლის ადამიანზე ზემოქმედების ხარისხი და ხანგრძლივობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის რისკები იზრდება ქიმიური საშუალებების კონცენტრაციის და ზემოქმედების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება.

• წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდირებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც, რადგან აღნიშნული შეიცავს დაზიანების, მათ შორის, ხანგრძლივი ფიზიკური ტკივილის გამოწვევის ბევრად მაღალ რისკს.

ამასთან, დემონსტრანტების გამოცდილებით, წყლის ჭავლი არის ცივი, რაც გარეთ არსებული დაბალი ტემპერატურის გათვალისწინებით, დამატებით ქმნის არაადამიანური მოპყრობის საფუძველს.

კვლავ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და შეწყვიტონ მშვიდონიანი დემონსტრანტების დანაშაულის ტოლფასი გზით დაშლა.

მოვუწოდებთ, შსს-ს ასევე, რომ სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარეც, გაასაჯაროოს თუ რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა.”

თეგები: საია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved