• რეკლამა
  • კონტაქტი
11:27, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია – აშშ-ის ელჩი ეუთოში

ალია ავტორი - ალია
11:49 04-24-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

კიდევ უფრო მეტად შეშფოთებული ვარ იმით, რომ ეს მოქმედებები განხორციელდა მართლმადიდებლური აღდგომის უქმეების დროს და პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე – ასე გამოეხმაურა ეუთოში ამერიკის ელჩი, ჯეიმს გილმორი უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, ეუთოს ონლაინ შეხვედრაზე.

ელჩის განცხადებით, შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სოფელ ტახტისძირთან ბორდერიზაციის პროცესის განახლების გამო. მისი თქმით, ე.წ. სასაზღვრო ნიშნების განთავსება არარსებულ საზღვარზე, დაძაბულობას ზრდის.

“შეერთებულ შტატები ღრმად არის შეშფოთებული ცნობებით იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობოთ მოქმედმა უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა, განაახლეს აგრესიული და ინტენსიური  ბორდერიზაციის  პროცესი, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ, სოფელ  ტახტისძირის მახლობლად. კიდევ უფრო მეტად შეშფოთებული ვარ იმით, რომ ეს მოქმედებები განხორციელდა მართლმადიდებლური აღდგომის უქმეების დროს და პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე. ე.წ. სასაზღვრო ნიშნების განთავსება არარსებულ საზღვარზე, ზრდის დაძაბულობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის უკანონო “ბორდერიზაციის” ქმედებები და გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა, გამანადგურებელ გავლენას ახდენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, – განაცხადა ელჩმა.

17 აპრილს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved