• რეკლამა
  • კონტაქტი
05:42, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვუწოდებ გიული ალასანიას, დაარწმუნოს მიხეილ სააკაშვილი დაექვემდებაროს რეკომენდაციებს, სხვა შემთხვევაში შეიძლება, დადგეს ფატალური შედეგი – ჩხაიძე

ალია ავტორი - ალია
13:35 01-28-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,358

„ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი წონაში ყოველდღიურად იკლებს. ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ თუ კლება გაგრძელდება, შესაძლოა, “ფატალური შედეგი დადგეს”.

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს, თუმცა ზურაბ ჩხაიძე ამტკიცებს, რომ ის ექიმებს არ ემორჩილება და საკვებს პროტესტის გამო არ იღებს.

ჩხაიძე ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს და გიული ალასანიას მოუწოდებს, დაარწმუნოს სააკაშვილი, რომ დაექვემდებაროს რეკომენდაციებს.

“ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარეს სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუნდაც, ამ კოვიდშეფასების მიმართ, ის რაც ნამდვილი რეალობაა და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით, იმ რაოდენობით, რაც რეკომენდებულია, მან ამ ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის მიღება, საკვების მიღება, საკვებდანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა. კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც აუცილებელია მისი ორგანიზმისთვის, ორგანოების ფუნქციონირებისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომ, მინდა გითხრათ, თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, ექიმების რეკომენდაციას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე. ვიმეორებ, კლინიკა ყველა შესაძლებლობას იყენებს გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა

ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ როცა ის იღებს საკვებს იმ რაოდენობის საკვებს ის ირგებს, ყლაპვის ფუნქციის გაძნელება, რაიმე პრობლემა, დაბრკოლება არ არსებობს. თვითონ აცხადებს, ომ უკმაყოფილოა ამ მიმდინარე პროცესებით და გამოხატავს თავის პროტესტს ამ ფორმით.

დღეს დილით პაციენტი იწონის 69 კილოგრამს და 700 გრამს, თუ ასე გაგრძელდება ხვალ ის იქნება 68, ზეგ 65. მკურნალობაში ორი კომპონენტია – სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს. გიული ალასანიას შესვლის უფლება აქვს და მოვუწოდებ, პაციენტი დაარწმუნოს, დაექვემდებაროს რეკომენდაციებს და მიიღოს დანიშნულება”, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved