• რეკლამა
  • კონტაქტი
02:00, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოვუწოდე კომიტეტების თავმჯდომარეებს, გადადონ პროცესი, ვფიქრობ, ჩვენს შეშფოთებას გაითვალისწინებენ” – კელი დეგნანი

ალია ავტორი - ალია
12:36 12-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

“ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სენსიტიური კანონპროექტი და იმსახურებს ფართო კონსულტაციას და დროს იმის განსასაზღვრად, რა არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ვაფასებთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შეშფოთება გამოგვეხატა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, განსაკუთრებით იმ დებულებებთან დაკავშირებით, რომელიც მთელი პერსონალის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ჩვენ გვქონდა ასევე შეკითხვები პროცესის დაჩქარებულად წარმართვასთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარეებმა გაგვცეს პასუხები და ვფიქრობ, გაითვალისწინებენ ჩვენს შეშფოთებას.ჩვენ ასევე განვიხილეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ცვლის სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დისციპლინარულ პროცედურას და ასევე სხვა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შემავალი სხვა ცვლილებები.
ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება პროცესის ნაჩქარევად წარმართვის გამო ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის გარეშე. ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სენსიტიური კანონპროექტი და იმსახურებს ფართო კონსულტაციას და დროს იმის განსასაზღვრად, რა არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში,“- აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, კომიტეტების თავმჯდომარეებს პროცესის გადადებისკენ მოუწოდა.
„ორივე შემთხვევაში ჩვენ მოვუწოდეთ კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ გადადონ პროცესი. მე მოვისმინე, რომ სასამართლო რეფორმის კონსულტაციების პროცესის დაწყება იანვარში იგეგმება. ჩვენი რეკომენდაციაა, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა არ მოხდეს დაჩქარებულად და იყოს სრულყოფილი შეფასების ნაწილი,“- აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved