ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ სუს-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
„რაც შეეხება სუს-ის ჩანაწერებს, მე ნაწილობრივ გავეცანი მათ, მთლიანად ვერ მოვახერხე. ეს არის ძალიან ბევრი სიცრუე არეული ცოტა სიმართლეში და აქედან შექმნილი, არა არსებული, არამედ შექმნილი რაღაც ამბები. შინაარსთან დაკავშირებით მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რადგან ამასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს გამოძიება და მეც რა თქმა უნდა მოვითხოვ, რაც შეიძლება მალე ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს სიმართლე.“
კომენტარები